ჩაბარების ვადა:

15 სექტემბერი 2025, 16:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
P
ფასების ცხრილი
T27839 (SBL006570) - სპეც. ტანსაცმელი ჭიათურა მენეჯმენტ კომპანისთვის

  • გამომცხადებელი: Sellbuy Limited
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL, USD, EUR, GBP, RUB, CNY
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 9 სექტემბერი 2025 დრო 18:04
  • წინადადების მიღება მთავრდება: 15 სექტემბერი 2025 დრო 16:00
  • უფასო მონაწილეობა: კი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „სელბაი ლიმითედი“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს და იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს მონაწილეობის მისაღებად.

  • ტენდერის დასახელება: სპეც. ტანსაცმელი ჭიათურა მენეჯმენტ კომპანისთვის
  • შეთავაზებების მიღება იწყება: 09.09.2025 18:04:08
  • შეთავაზებების მიღება მთავრდება: 15.09.2025 16:00:00

განსაკუთრებული პირობები:

  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
  • გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, რომ ტენდერში შესაძლოა გამოვლინდეს ერთზე მეტი გამარჯვებული.
  • ტენდერის ძირითადი დროს გასვლის შემდეგ, კომპანიამ შესაძლოა დამატებითი დრო მისცეს მონაწილე კომპანიებს, რომ მათ მიერ მოხდეს შემოთავაზებების გადახედვა/ გაუმჯობესება.
  • გთხოვთ, გაითვალისწინეთ, მონაწილე კომპანიების სატენდერო წინადადებები შესაძლოა შეირჩეს სრულად ან მოხდეს ნაწილობრივი შეკვეთის განთავსება.
  • ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია მიიღებს შეტყობინებას ელ. ფოსტის საშუალებით ტენდერის სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით. გამარჯვებულ კომპანიებთან მოხდება დამატებითი კომუნიკაცია შემსყიდველის მიერ.

ტენდერში მონაწილეობის პირობები (Тerms & conditions) და კომპანიის ანტიკორუფციული პირობები, გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

ყველა მონაწილე კომპანია ავტომატურად ეთანხმება ტენდერში მონაწილეობის და ანტიკორუფციულ თანდართულ პირობებს.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 15.09.2025 16:00:00;
  • მოწოდების პირობა: N/A
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირი:
Eka Kiria, ელ.ფოსტა: e.kiria@sbl.ge



ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
შეკითხვები
მიმწოდებელი 2

სალამი, ამონაწერის გარდა დამატებით სხვა დოკუმენტაციის ატვირთვა არ არის საჭირო?

Sellbuy Limited
Sellbuy Limited

გთხოვთ ატვირთოთ თქვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქციის სრული აღწერა, ქსოვილის სიმკვრივე და ა.შ.

მიმწოდებელი 1

სალამი, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ტექნიკური დოკუმენტაცია/ქსოვილის მახასიათებლები თუ გაქვთ წინასწარ განსაზღვრული. მადლობა

Sellbuy Limited
Sellbuy Limited

იხილეთ ტექნიკური დავალება ქვემოთ: • დათბილული ქურთუკი - საზედაპირე მასალა დიაგონალი ბამბა 100% , სიმკვრივე 245 გრ/მ2, სინტოპონი 150 გრ/მ2, სარჩული 70/გრ მ2, გოსტი 29335.92, მანათობელი ლენტა 5სმ-იანი, დათბილული კოსტუმი სამი ჯიბით, წინ გახსნილი შესაკრავი ღილებზე, მანათობელი ლენტა ორი რიგით, სათანადო ლოგოთი გულზე და ზურგზე • დათბილული შარვალი - საზედაპირე მასალა დიაგონალი ბამბა 100% , სიმკვრივე 245 გრ/მ2, სინტოპონი 150 გრ/მ2, სარჩული 70/გრ მ2, გოსტი 29335.92, მანათობელი ლენტა 5სმ-იანი, დათბილული შარვალი ორი ჯიბით, წინ შესაკრავი ღილებზე, მანათობელი ლენტებით • ბრეზენტის კოსტუმი - ქსოვილი ბრიზენტის ცეცხლგამძლე გაჟღენთვით, სიმჭიდროვე 510-520 გრ კვ/მ, ქურთუკი სწორი სილუეტის ორი გაჭრილი უსაფრთხო ჯიბით მალული შესაბნევი ღილებზე, კომბინირებული საყელოთი. შარვალი შესაბნევი ღილებით, ორი დაკერებული ჯიბით და კომბინირებული საქამრით. გოსტი TY.08.237-85 • საზაფხულო სპეც. კოსტუმი (ზედა-ქვედა) - ქსოვილი ბამბა 100%, სიმჭიდროვე 245±10 გრ მ2, ქსოვილის ცვეთამედეგობა 1800 პირობითი ერთეული. იდაყვები და მუხლი დამუშავებულია დამატებითი სამაგრებით, უსაფრთხოების მიზნით მკლავები დაბოლოებულია სარეგულირებელი მწევებით. 5სმ-იანი შუქამრეკლი ლენტი დაკერებულია როგორც ქურთუკზე ასევე შარვალზე სამმაგი რიგითობით. ლოგოტიპი გულზე და ზურგზე, ფერები: შავი, ნარინჯისფერი ან ლურჯი. დამზადებულია გოსტი 27575-87-ის შესაბამისად. • ხალათი - ქსოვილი ბამბა 100%, სიმჭიდროვე 215±10 გრ მ2, ფერი შავი, თეთრი