23 აგვისტო 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2790 - ტენდერი საწარმოში ISO 9001 და ISO 18001 სისტემის დანერგვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს.“მინა“ აცხადებს ტენდერს საწარმოში ISO 9001 და ISO 18001 სისტემის დანერგვის შესახებ.
ძირითადი მოთხოვნები:
- მომწოდებელს უნდა გააჩნდეს ISO 9001 და ISO 18001 სისტემის დანერგვის და შემოწმების მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება
მათ შორის უნდა იყოს პროდუქციის მწარმოებელი კომპანია, სადაც დასაქმებულია მინიმუმ 150 თანამშრომელი. - მომწოდებელს უნდა გააჩნდეს სტანდარტის ISO 9001:2015 დანერგვის გამოცდილება მინიმუმ 10 ორგანიზაციაში, სადაც მომწოდებლის მიერ განხორციელებულია ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა (საკონსულტაციო მომსახურება) ISO 9001:2015 მიხედვით და აუდიტების ჩატარება.
- მომწოდებელს უნდა გააჩნდეს ISO 9001 და ISO 18001 ტრეინინგების ჩატარების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
- მომწოდებელს უნდა გააჩნდეს თავისი სატრეინინგო ცენტრი.
- საკონსულტაციო კომპანიას, უნდა გააჩნდეს საქართველოში შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სტაბილური ლოკაციის ადგილი, ოფისი, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
მოთხოვნები კონსულტანტების მიმართ:
- საკონსულტაციო ჯგუფის ლიდერს მოეთხოვება მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ხარისხის და შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის შემუშავების და დანერგვის სფეროში.
ტრენერების კვალიფიკაცია:
- ტრენერების სერტიფიკატები და გამოცდილება, ტრენერის კვალიფიკაციის მოწმობა, გაცემული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება დალუქული კონვერტით ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი) 2017 წლის 23 აგვისტომდე ; უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;
წინადადებას უნდა დაერთოს:
- კომპანიის რეკვიზიტები;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- სარეკომენდაციო წერილი ორი, მაქსიმუმ 4 კომპანიისგან;
- პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ელ.ფოსტა და ტელეფონის ნომერი;
- შემოთავაზება -განფასება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე;
გაითვალისწინეთ:
მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი;
შერჩევისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს 1 -4 კვირა.
გამარჯვების შესახებ გეცნობათ ელ.ფოსტის მეშვეობით;
განიხილება მხოლოდ 23 აგვისტოს ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვს წარმოდგენილი ზემოთ მოთხოვნილი დოკუმენტები.
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე : aalaverdashvili@mina.com.ge
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშრებით : gdanelia@mina.com.ge ; mzubashvili@mina.com.ge
ტენდერის კატეგორია:
- 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები