ჩაბარების ვადა:

6 ოქტომბერი 2025, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

T27914 - ტენდერი მანქანების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 6 ოქტომბერი 2025 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს რამდენიმე ქვეყანაში განვითარების სფეროში პროექტების განსახორციელებლად. საქართველოში CCR მუშაობს 2008 წლიდან და 2015 წელს დააფუძნა თავისი ფილიალი თბილისში (CCRG), რომლის მეშვეობითაც ახორციელებს სხვადასხვა დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების სფეროებში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდებს:

https://www.facebook.com/CCRGeorgia2015/

https://georgia.charita.cz/

უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) იწვევს დაინტერესებულ მხარეებს (კომპანიები და ფიზიკური პირები) მონაწილეობის მისაღებად ტენდერში ავტომობილი(ები) შესყიდვაზე.  

განმცხადებლის მიერ შესავსები ფორმები: 

  • დანართი 1. განაცხადის ფორმა (ქართულ-ინგლისური)
  • დანართი 2. ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაციის ფორმა

განმცხადებლის მიერ დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტები:

  •  ავტომობილი(ები)ს ტექ. პასპორტი
  • ავტომობილი(ები)ს ფოტოსურათები (მათ შორის კილომეტრაჟის ამსახველი), ასევე ე.წ. VIN კოდი;
  • ავტომობილი(ები)ს დაზღვევის დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში) 

შეფასების კრიტერიუმები:

  • ფასი - 35%
  • გამოშვების წელი/ტექნიკური მდგომარეობა - 35%
  • გარბენი - 30%

შენიშვნა: ორი ავტომობილის შემოთავაზების შემთხვევაში ფასი არ უნდა აღემატებოდეს 91 000 ლარს. ერთი ავტომობილის შემოთავაზების შემთხვევაში ფასი არ უნდა აღემატებოდეს 45 500 ლარს.

გარემოსდაცვითი პოლიტიკა: CCR იცავს გარემოსდაცვით პრინციპებს - „ნარჩენების შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება“ და ასევე, მოუწოდებს მის ქვე-კონტრაქტორებს, დაიცვან ეს პოლიტიკა, რათა შეამცირონ მათი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების ხარისხი და მასშტაბები. CCR დიდ ყურადღებას მიაქცევს ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობას. 

წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 06 ოქტომბერი, 15:00 (საქართველოს დროით).

წინადადება: დანართები 1 (ქართულ ენაზე შევსებული) და 2, ასევე დამატებითი დოკუმენტაცია - PDF ფორმატში, ელექტრონულად უნდა იქნას გამოგზავნილი ელ. ფოსტის მისამართზე: ccrg-tender@caritas.cz არასრული და დაგვიანებით გამოგზავნილი წინადადებები არ განიხილება.

შენიშვნა:

  • შესყიდვის ობიექტი გრანტის სახით უნდა გადაეცეს „ბენეფიციარს“, რისთვისაც „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მყიდველმა (ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი) საქართველოს მთავრობისგან უნდა მიიღოს ნებართვა. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ვალდებულება წარმოიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი საქართველოს მთავრობისგან მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებართვას. 
  • CCRG არ უპასუხებს სატელეფონო ზარებს ტენდერის შესახებ.
  • განაცხადები განიხილება შემოსვლისთანავე. შერჩეულ განმცხადებლებთან დაკავშირება მოხდება ტენდერის დასრულებიდან 3 დღის განმავლობაში. 
  • CCRG იტოვებს უფლებას არ უპასუხოს განმცხადებლებს, რომელთა შერჩევა არ მოხდა.
  • CCRG იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს გააუქმოს სატენდერო პროცესი ნებისმიერი ვალდებულების ან პასუხისმგებლობის გარეშე.

ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები

დოკუმენტაცია

განცხადების ტექსტი (Announcement Text) განცხადების ტექსტი (Announcement Text)
დანართი 1 - ორგანიზაციის ფორმა (Annex 1 Application form for organizations) დანართი 1 - ორგანიზაციის ფორმა (Annex 1 Application form for organizations)
დანართი 1 - ფიზიკური პირის ფორმა (Annex 1 Application form Individuals) დანართი 1 - ფიზიკური პირის ფორმა (Annex 1 Application form Individuals)
დანართი 2 - ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაციის ფორმა (Annex 2 Conflict of Interest Declaration Form) დანართი 2 - ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაციის ფორმა (Annex 2 Conflict of Interest Declaration Form)
დანართი 3 - ტექნიკური დავალება (Annex 3 - TOR) დანართი 3 - ტექნიკური დავალება (Annex 3 - TOR)
დანართი 4 - წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება (Annex 4 Preliminary Purchase Contract) დანართი 4 - წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება (Annex 4 Preliminary Purchase Contract)
ყველას ჩამოტვირთვა
შეკითხვები