ჩაბარების ვადა:

25 სექტემბერი 2025, 17:00

სტატუსი:

გამარჯვებული

E
ელ. ტენდერი
T27984 - ტენდერი მიწოდების სამსახურის თანამშრომლების ბრენდირებული უნიფორმების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: შპს "ალტა"
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 20 სექტემბერი 2025 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 25 სექტემბერი 2025 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია „ალტა“ აცხადებს ტენდერს, მიწოდების სამსახურის თანამშრომლების ბრენდირებული უნიფორმების შესყიდვაზე.

შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:

1. ტენდერის შესასყიდი მომსახურების აღწერილობა / სპეციფიკაციები:

შესყიდვის ობიექტები - შპს „ალტრიქს ლოჯისტიკა“

საქონლის აღწერა:

ბრენდირებული ჰუდი (ლოტ 1):

  • მასალა: ბამბისა (65%) და სინთეტიკის (35%) კომბინაცია, მარტივი რეცხვადობისა და ტენიანობისადმი მდგრადობისთვის.
  • ფერი - შავი.
  • ელვა-შესაკრავი, მთელ სიგრძეზე.
  • კაპიუშონი, მორგებადი თოკით.
  • ჯიბეები - არ საჭიროებს.
  • ჯამური რაოდენობა - 174 ცალი.

ბრენდირებული ჟილეტი (ლოტ 2):

  • მასალა: წყალგაუმტარი/მდგრადი ქსოვილი, შესაფერისი გარე გამოყენებისთვის.
  • ფერი - მუქი ლურჯი.
  • ამრეკლი ზოლი წელის გარშემო.
  • კაპიუშონი ჩაშენებული.
  • ჯიბეები - 2 ცალი
  • ჯამური რაოდენობა - 107 ცალი

ვიზუალები და ზომები - მოცემულია დანართ 1-ში. 

2. შერჩევა/ტენდერის ჩატარების ეტაპები:

  • ნიმუშების წარდგენა უნდა მოხდეს, არაუგვიანეს 2025 წლის 29 სექტემბრისა.
  • შეკვეთის ჩაბარება უნდა მოხდეს ერთიანად, არაუგვიანეს 2025 წლის 17 ოქტომბრისა.
  • შეკვეთის ჩაბარება უნდა მოხდეს, მომწოდებლის მხრიდან, შემდეგ მისამართზე - გ.ლორთქიფანიძის 83 (სამგორი).
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ერთჯერადი მომსახურების ხელშეკრულება.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ
  • ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება. 

3. დამატებითი ინფორმაცია:

  • შემსყიდველი კომპანია უფლებას იტოვებს ლოტების მიხედვით გამოავლინოს გამარჯვებული კომპანია/ები.
  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება.
  • ნიმუშების წარდგენის გარეშე მონაწილე ავტომატურად გამოეთიშება განხილვას.
  • აუცილებელ პირობაა, მონაწილეებმა ტენდერის დასრულებამდე, წარმოადგინონ ზუსტი ნიმუში მოთხოვნილი პროდუქციის.(ფერი, ვიზუალი, ყველა სახეობა)
  • პროდუქციის ფასები ხელშეკრულების პერიოდში დაფიქსირებული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, ლარში.
  • ანგარისსწორება იწარმოება ლარში. ჩაბარებიდან და ანგარიშფაქტურის გამოწერიდან 5 სამუშაო დღეში.
  • მაისურების ზუსტი რაოდნეობა დადგინდება გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების დროს.

4. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კონტრაქტორი კომპანიების სია.
  • კომპანიის შესახებ მოკლე ინფორმაცია.
  • გამოცდილება შესაბამის სფეროში მინ. 2 წლიანი

სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • შესასყიდი საქონლის ფასი
  • გადახდის პირობა
  • კომპანიის გამოცდილება / სანდოობა / სტაბილურობა
  • საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილებ

პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2025 წლის 25 სექტემბრის 17:00 საათისა.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 25 სექტემბერი,17:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების სპეციალისტი
საკონტაქტო პირი: თათული კოსტავა
ელ. ფოსტა: 
t.kostava@alta.ge
ტელ: +995 568 01 06 46

შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი
საკონტაქტო პირი: თამარ იმერლიშვილი
ელ. ფოსტა: 
t.imerlishvili@alta.ge
ტელ: +995 571 77 22 11

ტენდერის კატეგორია:

  • 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
შეკითხვები