ჩაბარების ვადა:

10 ოქტომბერი 2025, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T27997- ტენდერი დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: შპს ლუკოილ-ჯორჯია
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 10 ოქტომბერი 2025 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,ლუკოილ-ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს დასუფთავების (კლინინგ) მომსახურების გაწევაზე - კომპანიის შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ ობიექტებზე.

შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ აცხადებს ღია ტენდერს შემდეგი სამუშაოების შესრულებაზე:

ტენდერის საგანი:

  • დასუფთავების (კლინინგ) მომსახურების გაწევა კომპანიის შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ ობიექტებზე.
  • სამუშაოები უნდა შესრულდეს გამოცდილ კომპანიას მიერ, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ნებართვები.
  • სამუშაოების შესრულების ვადა: ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან წელი.
  • ხელშეკრულების მოქმედების ვადა: ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
  • ტენდერის ფორმა: ღია ტენდერი.

II. მონაწილეობის პირობები

ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს:

ინფორმაცია კომპანიის (მონაწილის) შესახებ:

  • სრული დასახელება;
  • იურიდიული და ფაქტიური მისამართები;
  • საკონტაქტო ტელეფონები, ელ-ფოსტა;
  • ხელმძღვანელის(ების) მონაცემები;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ანალოგიური მომსახურების გამოცდილება;
  • დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მსგავსი სამუშაოების შესრულების უფლებას.

საკვალიფიკაციო დოკუმენტები:

  • ამონაწერი მეწარმეთა და არამეწარმე იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • ცნობა ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესის არქონის შესახებ;
  • ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების არქონის შესახებ;
  • ინსტრუქცია მონაწილის მიერ ხელმოწერილი.

კომერციული წინადადება:

  • რომელიც მოიცავს სამუშაოებისა და მასალების სრულ ღირებულებას;
  •  აშშ დოლარში, დღგ-ს გარეშე;
  • ყველა გადასახადი იხდება მონაწილეს მიერ.

III. განაცხადების წარდგენისა და ტენდერის ჩატარების პროცედურა

  • განაცხადები წარდგენილ უნდა იქნას დალუქულ კონვერტებში 2025 წლის 10 ოქტომბრის 17:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩა, შპს „ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
  • კონვერტი უნდა იყოს ხელმოწერილი და გაფორმებული მონაწილეთა ინსტრუქციის პუნქტი 12.3-ის შესაბამისად.
  • გახსნის პროცესზე დასაშვებია მაქსიმუმ 2 წარმომადგენელი თითოეული კომპანიისგან.
  • კონვერტების გახსნა და ტორღი გაიმართება 2025 წლის 15 ოქტომბერს, 15:00 საათზე, აღნიშნულ მისამართზე.

IV. განსაკუთრებული პირობები

  • გამარჯვებული განისაზღვრება შეთავაზებების სრულყოფილებისა და შესაბამისობის მიხედვით.
  • ხელშეკრულება გაფორმდება არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ.
  • არასწორი ან არასრული მონაცემების წარმოდგენის შემთხვევაში მონაწილე დისკვალიფიცირდება.
  • შემკვეთი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები.
  • შემკვეთი არ ანაზღაურებს მონაწილეთა ხარჯებს ტენდერის პროცესში.
  • შემკვეთი არ არის ვალდებული დადოს ხელშეკრულება რომელიმე მონაწილესთან და ახსნას გადაწყვეტილება.

V. შემკვეთის საკონტაქტო მონაცემები

შპს „ლუკოილ-ჯორჯია“
მისამართი: საქართველო, თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო №11
ტელ.:+995(32)238-99-92
ელ-ფოსტა: infogeorgia@eu.lukoil.com

VI. შენიშვნები

ტექნიკური დავალება და ცხრილები მისამართებითა თანდართულია ცალკე ფაილებად (დანართები).

ტენდერის კატეგორია:

  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
შეკითხვები