ჩაბარების ვადა:

6 ოქტომბერი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T28025 - ფასთა კვლევა ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალისთვის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ სატრენინგო მოდულის შემუშავებასა და ტრენინგის ჩატარებაზე

  • გამომცხადებელი: ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 6 ოქტომბერი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) აცხადებს ფასთა კვლევას მომსახურებაზე: ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალისთვის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ სატრენინგო მოდულის შემუშავება და ტრენინგის ჩატარება.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) წარმოადგენს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს განვითარების მიმართულებით პროექტებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.  საქართველოში CCR საქმიანობს 2008 წლიდან, ხოლო 2015 წელს თბილისში დაარსა თავისი ოფიციალური ფილიალი  (CCRG). CCRG-ის მეშვეობით ორგანიზაცია ახორციელებს სხვადასხვა დონორის მიერ დაფინანსებულ პროექტებს შემდეგ სფეროებში: სოციალური დაცვა, ჯანმრთელობის დაცვა, გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდებს: 

https://www.facebook.com/CCRGeorgia2015/

https://georgia.charita.cz/

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) Expertise France-თან ერთად, ევროკავშირის და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებსპროექტს“საქართველოს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება გენდერ-სენსიტიურ მენტალურ ჯანმრთელობაზე აქცენტირებით” (“ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში” პროექტის ნაწილი), რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია აღნიშნული მომსახურების შესყიდვის განხორციელება.  

CCRG იწვევს დაინტერესებულ მხარეებს აღნიშნულ ფასთა კვლევაში მონაწილეობის მისაღებად. დეტალური ტექნიკური დავალება მოცემულია წინამდებარე განცხადების დანართში #1. 

შემოთავაზება (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისაგან:

  • ტექნიკური შემოთავაზება (მაქსიმუმ 5 გვერდი):
    -
    შემოთავაზებული მეთოდოლოგია და სამუშაო გეგმა;
    -
    შემოთავაზებული გუნდის შემადგენლობა და რეზიუმეები;
    -
    მსგავსი დავალებების შესრულების გამოცდილება;
  • ფინანსური წინადადება: მთლიანი ბიუჯეტი (ლარებში, გადასახადების ჩათვლით), დაყოფილი ძირითადი ხარჯების კატეგორიების მიხედვით.
  • კომპანიის/ორგანიზაციის საქმიანობის მიმოხილვა

შემოთავაზებების შეფასების კრიტერიუმები:

  • ტექნიკური წინადადების შესაბამისობა და ხარისხი (40%)
  • გუნდის/ორგანიზაციის გამოცდილება (30%)
  • ფინანსური წინადადება (30%) 

შემოთავაზებების მიღების ვადა და შერჩევის პროცედურა:

შემოთავაზებების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2025 წლის 06 ოქტომბერი, 18:00 საათი (საქართველოს დროით).

- შემოთავაზება უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად, ელ.ფოსტის მისამართზე: ccrg-tender@caritas.cz

გთხოვთ, ველში „თემა“ (SUBJECT) მიუთითოთ: “GE68 - Tender – SRH Training for Psychiatric Institutions”

შენიშვნა:

  • CCRG არ უპასუხებს სატელეფონო ზარებს ტენდერის შესახებ. 
  • განაცხადები განიხილება შემოსვლისთანავე. შერჩეული აპლიკანტები ინტერვიუზე მოიწვევიან ტენდერის დასრულებიდან 3 დღის განმავლობაში.  
  • CCRG იტოვებს უფლებას არ უპასუხოს აპლიკანტებს, რომლებიც არ იქნებიან ინტერვიუზე მოწვეულნი. 

ტენდერის კატეგორია:

  • 80500000 სატრენინგო მომსახურებები
შეკითხვები