
2 ოქტომბერი 2025, 15:00
სტატუსი:
მიმდინარეT28040 - ტენდერი წყალსაწრეტი სისტემების, გათბობის სისტემის შეძენასა და მონტაჟზე
- გამომცხადებელი: ვისტა ვორქს
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 2 ოქტომბერი 2025 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ვისტა ვორქს“ აცხადებს ტენდერს #02-25/09/25 მანგლისში მდებარე სკოლის შენობის და მასთან არსებული კინოს შენობის წყალსაწრეტი სისტემების გათბობის სისტემის შეძენასა და მონტაჟზე.
შესყიდვის მიზანი:
სკოლის შენობა მდებარეობს დაბა მანგლისში და ზამთარში დაბალი ტემპერატურისა და ნალექის გამო წყალსაწრეტი სისტემების (ღარები, მილები) გაყინვის რისკი მაღალია. მიმდინარე შესყიდვის მიზანია, წყალსაწრეტი სისტემის გათბობის მოწყობით უზრუნველყოფილ იქნას შენობის წყალსაწრეტი სისტემის წყალგამტარობის შენარჩუნება და ინფრასტრუქტურის დაზიანების თავიდან აცილება.
თანდართული დოკუმენტები:
- დანართი 1 - სატენდერო ინფორმაცია
- დანართი 2 - ხარჯთაღრიცხვა
- დანართი 3 - ნახაზები
დამატებითი დეტალები:
- დამკვეთი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გამართოს დამატებითი შეხვედრები ტენდერში მონაწილე კომპანიებთან, დეტალების დაზუსტების მიზნით.
- ტენდერის გამოცხადება არ აჩენს ვალდებულებას რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით
- წინადადების წარდგენამდე რეკომენდებულია ობიექტების ადგილზე მონახულება.
წინადადების წარდგენის წესები:
შეთავაზება უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე, დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, 0160, პეკინის გამზ. 34/ალ. ყაზბეგის გამზ. 2ა.
კონვერტზე აუცილებლად უნდა მიუთითოთ:
- ტენდერის დასახელება და ნომერი - „#02-25/09/25 მანგლისში მდებარე სკოლის შენობის და მასთან არსებული კინოს შენობის წყალსაწრეტი სისტემების გათბობის სისტემის შეძენა და მონტაჟი“.
- პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ.ფოსტა).
- ადრესატი: GIG ჰოლდინგის კანცელარია - (995 32) 221 01 87.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2 ოქტომბერი 2025 (15:00 საათი)
საკონტაქტო პირები:
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით - ნათია გელაშვილი, 577 75 60 06
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით - შალვა მჭედლიძე, 577 59 59 38
ტენდერის კატეგორია:
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
- 09300000 ელექტროენერგია, გათბობა, მზისა და ბირთვული ენერგია
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები