ჩაბარების ვადა:

3 ოქტომბერი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T28043 - ტენდერი ქ. რუსთავში, მეგობრობის გამზირის მიმდებარედ (3 ლოკაცია) საგზაო საფარის (ასფალტის) დაგების სამუშაოების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 29 სექტემბერი 2025 დრო 18:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 3 ოქტომბერი 2025 დრო 18:00
  • უფასო მონაწილეობა: კი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 29 სექტემბერი 2025 დრო: 18:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს საგზაო საფარის (ასფალტის) დაგების სამუშაოების შესყიდვაზე ქ. რუსთავში, მეგობრობის გამზ-ზე (3 ლოკაციაზე)  

ტენდერი ცხადდება ერთ ლოტად და მოიცავს ქ. რუსთავის სამ ლოკაციას. 

შენიშვნა:  „დანართ N1“-ში (3 შიტად) მოცემულია შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი მოცულობების ჩათვლით.

შენიშვნა: ხარჯთაღრიცხვაში წარმოდგენილი ერთეულის ღირებულება მოიცავს:

ზედნადებ ხარჯს - 10% და გეგმიური მოგების 8%-ს. აღნიშნული დანარიცხები უნდა შევიდეს პრეტენდენტი მიერ წარმოდენილ ერთეულ ღირებულებაში და არ უნდა იქნას ცალკე გამოტანილი. 

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

საგზაო საფარის (ასფალტის) დაგების სამუშაოების შესყიდვა მოცემული თანდართული მოცულობების შესაბამისად. (იხ. დანართი N1)  

შენიშვნა: სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე დამკვეთი არ იღებს ვალდებულებას ხელშეკრულების მოქმედების ვადაში წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • შემსრულებელს სამუშაოების შესასრულებლად უნდა ყავდეს ბრიგადები/სამუშაო ჯგუფები აღჭურვილი შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური მოწყობილობებით;
  • შემსრულებელი ვალდებულია, რომ მომსახურების გაწევის დროს ისარგებლოს მხოლოდ იმ ასფალტო-ბეტონის ქარხნით, რომლის მიერ გამოშვებულ პროდუქციას ექნება ააიპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ან/და სხვა შესაბამისი აკრედიტაციის მქონე საექსპერტო დაწესებულების დასკვნა, ამ ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქციის გამოყენების ვარგისიანობაზე და ამასთან, მისი მახასიათებლები შესაბამისობაში იქნება დანართში N3 მოცემულ მახასიათებლებთან.
  • დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, შემსრულებელი ვალდებულია წარუდგინოს მას აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ გაცემული დასკვნა გამოყენებული მასალის შესაბმისობაზე დანართში N3 მოცემულ კრიტერიუმებთან.
  • შემსრულებელი ვალდებულია წყალარინების და წყალმომარაგების მილსადენის მოწყობისას თხრილის (ტრანშეას) შევსება და ტკეპვნა ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფენობრივად განახორციელოს დანართი N4-ში მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად;
  • ამასთან, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აწარმოოს სამუშაოები ტენდერზე თანდართული კონტრაქტორთა მართვის გეგმის შესაბამისად.

1.3 განფასება:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება ტენდერში თანდართული ხარჯთაღრიცხვების მიხედვით, რომელშიც მოცემულია მშენებლობის შემფასებელთა კავშირის მიერ გამოცემული 2025 წლის მეთოდური მითითებები და 2025 წლის III კვარტლის სამშენებლო რესურსული ფასების კრებული „სნიპი“-ს ერთეულის ღირებულებები. 

შენიშვნა: გთხოვთ, განფასებისას ყურადღება მიაქციოთ პოზიციების განზომილებებს!

ხარჯთაღრიცხვაში წარმოდგენილი ერთეულის ღირებულება მოიცავს:

ზედნადებ ხარჯს - 10% და გეგმიური მოგების 8%-ს. აღნიშნული დანარიცხები უნდა შევიდეს პრეტენდენტი მიერ წარმოდენილ ერთეულ ღირებულებაში და არ უნდა იქნას ცალკე გამოტანილი.  

1.4 სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:

სამუშაოები უნდა განხორციელდეს:

  • ქ. რუსთავში, დანართი N1-ის შესაბამისად:
  • ქ. რუსთავი, მეგობრობის I გასავალი
  • ქ. რუსთავი, მეგობრობის II გასავალი
  • ქ. რუსთავი, მეგობრობის ქ. №23-№27

სამუშაოს შესრულების ვადა განსაზღვრულია ტენდერზე თანდართულ „შეჯამების“ ფაილში.

ერთდროულად გასახორციელებელია პროექტების რაოდენობა - 3 

1.5 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

შემსრულებლის მიერ განხორციელებულ კონკრეტულ სამუშაოზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 12 (თორმეტი) თვიანი გარანტია.

შენიშვნა: საგარანტიო ვადის განმავლობაში „შემსრულებლის“ მიერ შესრულებულ სამუშაოზე გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზი „შემსრულებლის“ მიერ გამოსწორებული უნდა იქნას არაუგვიანეს შესაბამისი შეტყობინების მიღების მომენტიდან 36 (ოცდათექვსმეტი) საათისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ „დამკვეთის“ მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში სხვა ვადაა მითითებული.  

1.6 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

პრეტენდენტს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

1.7 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით „მხარეთა“ შორის მიღება-ჩაბარებისა აქტის, ფორმა 2-ის, ფარული სამუშაოების აქტის, ფორმა 3-ის და „დამკვეთის“ მიერ მოთხოვნილი სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის ორივე მხარის მიერ ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო ანგარიშსწორების დროს აღმოჩნდება, რომ მიღება-ჩაბარების აქტი და/ან ფორმა 2 და/ან ფარული სამუშაოების აქტი ან/და ფორმა 3 ხელმოწერის თარიღი არ ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ ანგარიშსწორების ვადის ათვლა დაიწყება ამ დოკუმენტებიდან ყველაზე გვიანი თარიღით გაფორმებული დოკუმენტის თარიღიდან.

1.8 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით დანართი N5-ის შესაბამისად. ხელშეკრულების შესრულების გარანტია გაცემული უნდა იყოს მხოლოდ საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და ძალაში უნდა იყოს არანაკლებ „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული საგარანტიო ვადის დასრულების თარიღიდან 1 თვის განმავლობაში. (სადაზღვეო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ განიხილება.)

შენიშნვნა: ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი N5-ში მოცემული არსებითი პირობების დაცვით

1.9 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ხარჯთაღრიცხვა დანართი N1 (პუნქტი 1.2);

შენიშვნა: პრეტენდენტმა განფასებისას უნდა გაითვალისწინოს რომ თითოეული პოზიციის ერთეულის ღირებულება განფასებული უნდა იყოს ადეკვატურობის ფარგლებში, ხოლო უკიდურესად დაბალი ან მაღალი ერთ. ღირებულების წარმოდგენისას, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული. დასაშვებია მშენებლობის შემფასებელთა კავშირის მიერ გამოცემული 2025 წლის მეთოდური მითითებები და 2025 წლის III კვარტლის სამშენებლო რესურსული ფასების კრებული „სნიპი“-ს ერთეულის ღირებულებიდან +30% და -20% გადახრა. ნებისმიერი უფრო დიდი განსხვავება ერთეულის ღირებულებასთან მიმართებაში საჭიროებს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურებას. თუ აღნიშნული დასაბუთება არ იქნება წარმოდგენილი, დამკვეთს უფლება აქვს მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.

დანართ N1-ში მოცემული ერთეულის ღირებულებები მოიცავს ზედნადებ ხარჯს - 10% და გეგმიური მოგების 8%-ს. აღნიშნული დანარიცხები უნდა შევიდეს პრეტენდენტი მიერ წარმოდენილ ერთეულ ღირებულებაში და არ უნდა იქნას ცალკე გამოტანილი.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურება უნდა განხორციელდეს სერტიფიცირებული ექსპერტის/აუდიტორის/საშემფასებლო კომპანიის მიერ გაცემული დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/სერტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი).

  • ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ (შევსებული შეჯამების ფაილი);
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • სრულად შევსებული სამუშაო გეგმა-გრაფიკები (სატენდერო დრაფტ ფაილებში მოცემული გეგმა-გრაფიკის ნიმუშის მიხედვით);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს განახლებული წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადებამდე არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
  • ტენდერზე თანდართული ხელმოწერილი „კონტრაქტორის განაცხადი“;
  • თანხმობა წინამდებარე სანტენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი, დანართი N3 და დანართი N4;
  • მის საკუთრებაში არსებული ან იჯარით აღებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მონაცემები (ტექნიკის ჩამონათვალი, რაოდენობა, ა.შ...) და შესაბამისი დამადასტურებელი ( საკუთრებისა და ან იჯარით აღების) დოკუმენტაცია;
  • ასფალტო-ბეტონის მწარმოებელ ქარხანასთნ გაფორმებული ხელშეკრულების ასლი კომერციული პირობების დაფარვით.
  • შრომის უსაფრთხოების შევსებული კითხვარი (შევსებული თანდართული ფაილის სახით)  

ყურადღება: პრეტენდენტის მიერ 1.9 პუნქტში მოცემული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ განიხილება!

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);

  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.11 ხელშეკრულების გაფორმება:

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება ქვემოთ მოცემული ხელშეკრულების ფორმის გათვალისწინებით, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 

1.12 ხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 
    · გაკოტრების პროცესში;
    · ლიკვიდაციის პროცესში;
    · საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  „შემსყიდველი“ მხრიდან. 

 პასუხისმგებელი პირი: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნებისთვის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, სათავო ოფისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. N10, თბილისი 0179, საქართველო; საკონტაქტო ელ-ფოსტა: pdpo@gwp.ge. მონაცემთა დამუშავების მიზანი: მესამე მხარის შესახებ ღია-წყაროებზე დაყრდნობით ანალიზის ჩატარება, რათა შეფასდეს მესამე მხარესთან პოტენციური ურთიერთობისას შესაბამისობის რისკები. ლეგიტიმაცია: პროფესიული ან/და კომერციული ურთიერთობა. მიმღებები: თქვენი მონაცემები არ გადაეცემა რომელიმე მესამე მხარეს, გარდა კანონიერი ვალდებულების ან უფლების შემთხვევისა. შენახვა: თქვენი მონაცემები ინახება კომპანიის შეფასებისთვის საჭირო დროის და სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ თქვენი პერსონალური მონაცემები დაიბლოკება კანონმდებლობით დაშვებული ვადით. როგორც კი ხსენებული ვადები ამოიწურება, არსებული ინფორმაცია განადგურდება. უფლებები: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემებზე წვდომის, მონაცემთა გასწორების, განახლების, წაშლის, დამუშავების შეზღუდვის ან აკრძალვის უფლებით, ასევე გააუქმოთ გაცემული თანხმობა წერილობითი მიმართვის მაიდენტიფიცირებელი გრიფით „მონაცემთა დაცვა“ გაგზავნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10, თბილისი 0179, საქართველო, ან ელექტრონული ფოსტის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: pdpo@gwp.ge, რომელშიც უნდა მიუთითოთ ის უფლება, რომელსაც ახორციელებთ და რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს თქვენ მიერ (ფიზიკურად ან ელექტრონულად). თუ ვერ ხერხდება თქვენი ვინაობის დადგენა, შეიძლება ჩვენი მხრიდან დამატებით მოთხოვნილ იქნას ინფორმაცია, მათ შორის, და არა მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობის ასლი. პრეტეზნიის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (www.personaldata.ge).

ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხაზგასმით აღნიშნავს საორიენტაციო ჯამური მოცულობა არის სავარაუდო და მისი მითითება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განიმარტოს როგორც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვალდებულება შეისყიდოს საქონელი/მომსახურება საორიენტაციო ჯამური მოცულობით. საორიენტაციო ჯამური მოცულობა არ წარმოადგენს ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში შესასყიდი საქონლის/მომსახურების ზუსტ მოცულობას, ფაქტობრივად შესყიდული საქონლის/მომსახურების მოცულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს (იყოს მეტი ან ნაკლები) საორიენტაციო ჯამური მოცულობისგან, ასეთ შემთხვევაში: (ა) ტენდერში მონაწილე გარანტიას იძლევა, რომ იგი ამ საფუძვლით არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და აცხადებს უარს ამ საფუძვლით რაიმე სახის ზიანის/ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაზე, (ბ) ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს ტენდერში მონაწილე პირის მიერ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის ან სახელშეკრულებო პირობების ცვლილების მოთხოვნის საფუძველი. ტენდერში მონაწილეობით ტენდერში მონაწილე ეთანხმება ამ პირობებს და მათ მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 3 ოქტომბერი, 16:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში  

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი:
გიორგი ვეშაპიძე  მობ: +995 595 339 330,
E-mail: gveshapidze@gwp.ge  

საკონტაქტო პირი: ქეთი კანდელაკი 
მის: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ 10
ელ. ფოსტა: kekandelaki@gwp.ge
ტელ.: +995 32 2 93 11 11 (1456);
მობ: +995 599 19 25 00 

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145);

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები

დოკუმენტაცია

HS კონტრაქტორის შეფასების კითხვარი Contractor assesment questionnaire (version 1) - GEO HS კონტრაქტორის შეფასების კითხვარი Contractor assesment questionnaire (version 1) - GEO
დანართი N1 ხარჯთაღრიცხვა დანართი N1 ხარჯთაღრიცხვა
დანართი-N3-ასფალტო-ბეტონის-ტექნიკური-მახასიათებლები დანართი-N3-ასფალტო-ბეტონის-ტექნიკური-მახასიათებლები
დანართი-N4-სამუშაოების-შესრულების-ტექნიკური-ინსტრუქცია დანართი-N4-სამუშაოების-შესრულების-ტექნიკური-ინსტრუქცია
დანართი-N5-ხელშეკრულების-შესრულების-უზრუნველყოფის-გარანტია დანართი-N5-ხელშეკრულების-შესრულების-უზრუნველყოფის-გარანტია
კონტრაქტორის-მართვის-გეგმა კონტრაქტორის-მართვის-გეგმა
მართვის გეგმა -კონტრაქტორის განაცხადი მართვის გეგმა -კონტრაქტორის განაცხადი
სატენდენდერო განაცხადი ქ რუსთავში 3 მისამართზე ასფალტის საფარის დაგებასთან დაკავშირებით სატენდენდერო განაცხადი ქ რუსთავში 3 მისამართზე ასფალტის საფარის დაგებასთან დაკავშირებით
სატენდერო დრაფტ ფაილები სატენდერო დრაფტ ფაილები
შეჯამება მოთხოვნილი პირობები შეჯამება მოთხოვნილი პირობები
ხელშეკრულება ხელშეკრულება
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა
შეკითხვები