ჩაბარების ვადა:
6 სექტემბერი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2805 - ტენდერი 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „მარანი“ გადატანა-რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების, კერძოდ, 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „მარანი“ გადატანა-რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე #16/08-GIEC-S/TLR-17
მომსახურების აღწერა:
- სამშენებლო სამუშაოების წარმოება თანდართული მუშა პროექტისა და სამუშაოების მოცულობების მიხედვით;
- ახალი 1,5 კმ ხაზის მშენებლობა, ძველის გამორთვა და ახალზე დაერთება;
- ვინაიდან ელექტრო გადამცემ ხაზზე დაერთებულია სტრატეგიული ობიექტები, გათიშვა უნდა მოხდეს მინიმალური დროით. შესაბამისად ახალი ხაზის მშენებლობის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს დაერთება. - ძველი ხაზის დემონტაჟი, ტრანსპორტირება რუსთავში, დაახლოებით 15 კმ. მანძილზე დამკვეთის მიერ მიმთითებულ მისამართზე და დასაწყობება.
შენიშვნა:
- სამუშაოები უნდა განხორციელდეს ჩამონათვალის თანმიმდევრობის მიხედვით.
- დამკვეთი იტოვებს უფლებას გარკვეული ტიპის მასალები მიაწოდოს მომწოდებელს.
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- რეკონსტრუქციის მუშა პროექტი;
- საინჟინრო-გეოლოგიური პირობების შეფასება;
- სამუშაოების მოცულობა.
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის გზით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- სამუშაოების შესრულების დეტალურად გაწერილი გეგმა-გრაფიკი;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.
- პრეტენდენტი ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას აუცილებლად დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge ; 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: გიორგი მარგებაძე, საკონტაქტო ნომერი: 577 37 01 03.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 06.09.2017, 17:00 სთ.
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები