ჩაბარების ვადა:
5 ოქტომბერი 2025, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT28066 - ტენდერი სახაალწლო კორპორატიული საჩუქრების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ანაქსი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 5 ოქტომბერი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
ანაქსი აცხადებს ინტერესთა გამოხატვის/ტენდერს საახალწლო კორპორატიული საჩუქრების შესყიდვაზე. მიზანია, მივიღოთ შემოქმედებითი და მრავალფეროვანი შეთავაზებები, რომლებიც იქნება ხარისხიანი, თემატურად საახალწლო და ბრენდირებული (საჭიროების შემთხვევაში).
მოთხოვნები:
დაინტერესებულმა მომწოდებლებმა უნდა წარმოადგინონ:
- მინიმუმ 3 განსხვავებული საჩუქრის იდეა/კონცეფცია (მაგ. სუვენირი, სასაჩუქრე ნაკრები, ტკბილეული, სასმელი, ეკო-საჩუქარი და სხვ.).
- თითოეული იდეისთვის – დეტალური აღწერა (რა შედის, შეფუთვა, ბრენდირების შესაძლებლობა).
- ერთეულის ფასი და ჯამური ღირებულება (შესაბამისი მოცულობის გათვალისწინებით).
- მიწოდების ვადა და პირობები.
- გამოცდილების მოკლე აღწერა (ანალოგიური სამუშაოების შესრულება, საჭიროების შემთხვევაში ფოტო-მასალა).
შეფასების კრიტერიუმები:
- შემოთავაზებული იდეების სიახლე და კრეატიულობა
- ხარისხი და შეფუთვის სტანდარტი
- ფასი და ბიუჯეტის შესაბამისობა
- მიწოდების ვადები
- ბრენდირების შესაძლებლობა
მოწოდების ვადა:საჩუქრების მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2025 წლის 20 დეკემბრისა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ:
შემოთავაზებები გაგზავნონ ელექტრონულად შემდეგ ელ.ფოსტაზე - t.maglakelidze@anax.ge (ფაილის სახით, PDF ან Word ფორმატში), მითითებული ვადის განმავლობაში 5 ოქტომბრის 18:00 საათამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 55900000 საცალო ვაჭრობის მომსახურებები
- 98300000 სხვადასხვა მომსახურება