ჩაბარების ვადა:

10 ოქტომბერი 2025, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T28073 - ტენდერი ხანძარქრობის სისტემის მოწყობის შესყიდვა/მომსახურებაზე

  • გამომცხადებელი: შპს კურორტი საირმე
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 30 სექტემბერი 2025 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 10 ოქტომბერი 2025 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „კურორტი საირმე“ (ს/კ 225058576) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ხანძარქრობის სისტემის მოწყობის შესყიდვა/მომსახურებასთან დაკავშირებით. 

განსაკუთრებული მოთხოვნები: წინადადება უნდა იყოს შემუშავებული დანართი N1-ის და დანართი N2-ის შესაბამისად;

2. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • შესყიდვის ობიექტის შემუშავების ნახაზი წარმოდგენილია დანართი N1-ის სახით;
  • შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები წარმოდგენილია დანართი N2-ის სახით;
  • გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს პროდუქტის მოწოდება და შესაბამისი ფიზიკური საინსტალაციო სამუშაოები;
  • სისტემის ტექნიკური შემოწმება უნდა ჩატარდეს ყოველთვიურად;
  • აუცილებელია პრეტენდენტმა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (ე.წ. MAF – Manufacturer Authorization Form) წერილში მითითებული უნდა იყოს ხელმომწერი პირის საკონტაქტო ინფორმაცია (email და ტელეფონის ნომერი). 

შენიშვნა: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები, რომლის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.

3. განფასების მოთხოვნის პირობები: 

  • ფასების მიწოდება ხდება დანართი №1-ის და დანართი N2-ისმიხედვით (დოკუმენტი ატვირთეთ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);
  • წინადადებაში მითითებული ფასი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში მოცემული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. 

4. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი:

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: ბაღდათის რაიონი, კურორტი საირმე

5. ანგარიშსწორების პირობა:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით;
  • ტექნიკური მხარდაჭერის/სისტემის ყოველთვიური შემოწმების მომსახურების ღირებულების გადახდა იწარმოებს ყოველთვიურად, , შესაბამისი შემოწმების აქტის გაფორმების შემდგომ.

6.პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ პორტალზე ასატვირთი დოკუმენტაცია:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1) განსაკუთრებული მოთხოვნების (პუნქტი 1.1) გათვალისწინებით. ფასი მოცემული უნდა იყოს ყველა გადასახადის ჩათვლით, სკანირებული და ხელმოწერილი ვერსია;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა;
  • სისტემის სრულად დანერგვისთვის დეტალურად გაწერილი გეგმა-გრაფიკი;
  • შემოთავაზებული პროდუქციის ტექნიკური დოკუმენტაცია, მწარმოებელი ქვეყნების მითითებთ;
  • დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადები და პირობები;
  • კომპანიის გამოცდილება/პროფაილი;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • სარეკომენდაციო წერილები (სასურველია);
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF) მომწოდებლის და შემსყიდველის მითითებით.

7. დამატებითი ინფორმაცია:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში.
  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება შესყიდვისა და თანმდევი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი:
    · პროდუქცის მიწოდების ვადა;
    · პროდუქცის მიწოდების პირობები;
    · მონტაჟის ვადები და სტანდარტები;
    · სერვისზე რეაგირების დრო პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში;
    · სხვა პირობებიი, რომლებიც არეგულირებს პასუხისმგებლობებს, სერვისის ხარისხსა და გარანტიებს.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 10 ოქტომბერი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტენდერის მსვლელეობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფლი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად. შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ ელექტრონულ პორტალზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას.სხვა საკითხებზე მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ProcurementTenders@sairmeresort.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

მოგესალმებით, გთხოვთ დამიზუსტოთ: შემოთავაზებული პროდუქციის ტექნიკური დოკუმენტაცია (მწარმოებელი ქვეყნების მითითებით) სრულად უნდა აიტვირთოს სისტემის არსებული ყველა კომპონენტებით? თუ საკმარისი იქნება მხოლოდ ძირითადი კომპონენტების ტექნიკური დათა-შიტების ატვირთვა?

შპს კურორტი საირმე
შპს კურორტი საირმე

მოგესალმებით, გთხოვთ სრულად ატვირთვას სისტემის ყველა კომპონენტის გათვალისწინებით.

მიმწოდებელი 2

მოგესალმებით, გთხოვთ დამატებით მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: 1) უკეთესი გარჩევადობის ნახაზი 2) სასერვერო ოთახის სიმაღლე 3) სასერვერო ოთახის სიგანე 4) ჭერის ტიპი (ამსტრონგის ჭერის შემთხვევაში ამსტრონგსა და ფილას შორის სიმაღლე) 5) სასერვერო ოთახში განთავსებული დანადგარების გაბარიტები

შპს კურორტი საირმე
შპს კურორტი საირმე

მოგესალმებით, გიგზავნით მოთხოვნილ ინფორმაციას. 1) უკეთესი გარჩევადობის ნახაზი --> გთხოვთ დაზუსტებას რა ნაწილი არის ბუნდოვანი და დეტალურ ინფორმაციას გამოგიგზავნით; 2) სასერვერო ოთახის სიმაღლე --> 3.5მ 3) სასერვერო ოთახის სიგანე --> 2.5მ 4) ჭერის ტიპი (ამსტრონგის ჭერის შემთხვევაში ამსტრონგსა და ფილას შორის სიმაღლე) --> პროფნასტილი, ამსტრონგი არ არის; 5) სასერვერო ოთახში განთავსებული დანადგარების გაბარიტები --> სასერვეროში არის ორი რეკი 42 U, ups ორი 6 KA. 9 ცალი 48 პორტიანი სვიჩი და 4 ცალი NVR

მიმწოდებელი 1

გადავხედეთ ტენდერის მოთხოვნებს და გვჭირდება დამატებითი დეტალების დაზუსტება რომ შევძლოთ სრულყოფილი წინადადების მომზადება. გიგზავნით დეტალებს, გთხოვთ დაგვიზუსტოთ: ოთახის სიგრძე, სიგანე, სიმაღლე; ჭერის ტიპი, თაბაშირმუყაოა, ამსტრონგი და ა.შ; შეკიდული ჭერი არის თუ არა, თუ არის სიმაღლე შეკიდული და ოთახის ჭერის, ასევე შეკიდული ჭერის ტიპი. იატაკის დეტალები, აწეული იატაკი არის თუ არა, თუ არის აწეული იატაკის სიმაღლე და ტიპი; სასერვეროში განსათავსებელი მოწყობილობების ზომები და ადგილი (ups, რეკები დ.ა.შ); კედლების მასალა (ბეტონი, თაბაშირმუყაო და ა.შ.);

შპს კურორტი საირმე
შპს კურორტი საირმე

მოგესალმებით, გიგზავნით შესაბამის ინფორმაციას. 1. ოთახის სიგრძე, სიგანე, სიმაღლე; სიგრძე: 5.7მ სიგანე: 2.5 სიმაღლე: 3.5მ 2. ჭერის ტიპი, თაბაშირმუყაოა, ამსტრონგი და ა.შ; შეკიდული ჭერი არის თუ არა, თუ არის სიმაღლე შეკიდული და ოთახის ჭერის, ასევე შეკიდული ჭერის ტიპი. ჭერი ტიპი: პროფნასტილი; 3. იატაკის დეტალები, აწეული იატაკი არის თუ არა, თუ არის აწეული იატაკის სიმაღლე და ტიპი; იატაკი აწეული არ არის; 4. სასერვეროში განსათავსებელი მოწყობილობების ზომები და ადგილი (ups, რეკები დ.ა.შ); კედლების მასალა (ბეტონი, თაბაშირმუყაო და ა.შ.); სასერვეროში არის ორი რეკი 42 U, ups ორი 6 KA. 9 ცალი 48 პორტიანი სვიჩი და 4 ცალი NVR. კედლების მასალა: თაბაშირმუყაო.