ჩაბარების ვადა:

8 ოქტომბერი 2025, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T28110 - ტენდერი საკაპტაჟე ნაგებობის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულებაზე

  • გამომცხადებელი: აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯის კომპანის საქართველოს ფილიალი“
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 8 ოქტომბერი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს IDS ბორჯომი საქართველო აცხადებს ტენდერს საკაპტაჟე ნაგებობის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულებაზე.

წარმოდგენილი ტექნიკური დავალების მიზანია შეირჩეს სამშენებლო კომპანია, რომელიც განახორციელებს #132 საკაპტაჟე ნაგებობის რეაბილილიტაციის სამუშაოებს. საკაპტაჟე ნაგებობა მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში #1 ჩამოსასხმელი ქარხნის ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი: 64.23.03.109). აღნიშნული ტერიტორია ეკუთვნის შპს IDS ბორჯომი საქართველოს (საიდენტიფიკაციო კოდი: 226109653).

შპს IDS ბორჯომი საქართველოს მომზადებული აქვს საკაპტაჟე ნაგებობის რეაბილიტაციის ტექნიკური პროექტი, საპროექტო დოკუმენტაცია და ნებართვები, რომელთა შესაბამისადაც მშენებელმა კომპანიამ უნდა განახორციელოს ნაგებობის პროექტის რეალიზაცია.

მინერალური წყლის საკაპტაჟე ნაგებობა წარმოადგენს ერთსართულიან 50 მმ. პოლიურიტანის სენდვიჩ-პანელით და ფოლადის მილ-კვადრატებით კონსტრუირებულ შენობას და ეფუძნება რკინაბეტონის ფილაში ინტეგრირებულ ცოკოლს. მისი გაბარიტები შეადგენს: სიგრძე-4.00 მ., სიგანე-2.60 მ., სიმაღლე საძირკვლის ძირიდან სახურავის კეხამდე-3.00 მ. აღნიშნულ შენობას აქვს გარე შემინული ერთფრთიანი კარი და ფრამუგა. კარ-ფანჯრების სპეციფიკაცია მოცემულია პროექტის ტექნიკურ დოკუმენტაციაში. ტექნიკურ დოკუმენტაციაში არის მითითებული ნაგებობებში გათვალისწინებული მოპირკეთების და მოწყობის სამუშაოების ნუსხა.

პროექტი მოიცავს სანიაღვრე წყალარინების და საკანალიზაციო ნაწილს, რაც განპიროვნებულია ბურღილის ექსპლუატაციის სპეციფიკით.

დანართის სახით წარმოდგენილია შესასრულებელი სამუშაოების სრული ხარჯთაღრიცხვა (იხ. დანართი).

სამუშაოები საჭიროა შესრულდეს #132 ჭაბურღილის მუდმივ ექსპლუატაციაში ყოფნის პირობებში.

შერჩეულმა მშენებელმა (კონტრაქტორმა) კომპანიამ უნდა უზრუნველყოს თავისი რესურსების მობილიზება, სამშენებლო სამუშაოების განხორციელება მაღალი ხარისხით, მოცემული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად. კონტრაქტორმა თავისი რესურსებისა და სამუშაო ძალის გათვალისწინებით უნდა დააზუსტოს სამუშაოთა განხორციელების გრაფიკი და მეთოდოლოგია. აღნიშნული გრაფიკი მოიაზრება, როგორც კონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი და შესრულებული უნდა იქნას კონტრაქტორის მიერ.

ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული და ხარჯთაღრიცხვაში ჩამოთვლილი სამუშაოების განხორციელება დაგეგმილია 2025 წლის მე-4 კვარტალში. უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც შეძლებენ სამუშაოების შესრულებას შემჭიდროვებულ ვადებში, თუმცა ვადები არგუმენტირებული უნდა იყოს სამუშაოების შესრულების დეტალური გეგმით.

ტენდერის დასრულების დრო: 08.10.2025

შეთავაზება უნდა გაიგზავნოსშემდეგ მისამართებზე:

ggogiberidze@borjomi.com
lgvazava@borjomi.com

დამატებითი კითხვების ან დაზუსტებების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ:

ლაშა გვაზავა 
lgvazava@borjomi.com
შპს IDS ბორჯომი საქართველო

ვახტანგ შარაშენიძე  
vsharashenidze@borjomi.com
სს ბორჯომმინწყლები

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
შეკითხვები