2 სექტემბერი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2816 - ტენდერი კვებით მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში“ ფარგლებში აცხადებს ტენდერს ბანაკის კვებით მომსახურებაზე.
სამუშაოს ტექნიკური აღწერილობა და მომსახურებათა ჩამონათვალი:
ბანაკი მოეწყობა 2017 წლის სექტემბრის თვეში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. ბანაკის ხანგრძლივობა შეადგენს 10 დღეს. მიმწოდებელმა უნდა უქრუნველყოს ბანაკში მყოფი (40 პერსონის კვების მომსახურება. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული მომსახურება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- პრეტენდენტმა უნდა განახორციელოს ბანაკის მონაწილეთა და ტექნიკური პერსონალის (40 პერსონა) მომსახურება საუზმით, სადილით, სამხარით და ვახშამით;
- მოწოდებული საკვები უნდა დამზადდეს სურსათის უვნებლობის მოთხოვნების სრული დაცვით;
- დამზადებული საკვების ტრანსპორტირება უნდა განახორციელოს ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ;
- ტრანსპორტირების დროს დაცული უნდა იყოს კვების სურსათის უვნებლობის ნორმები, ცივი ჯაჭვის პრინციპი და სხვა შესაბამისი მოთხოვნები;
- მოწოდებული საკვები უნდა აკმაყოფილებდეს სამიზნე ჯგუფის (17-24 წლამდე ახალგაზრდები, დატვირთული სპორტული აქტივობებით) ენერგეტიკული ღირებულების ნორმებს;
- საკვები უნდა იყოს დაბალანსებული (ხორცი, თევზი, ფრინველი, კვერცხი, რძის პროდუქტები, მარცვლეული, ბურღულეული, ხილი და ბოსტნეული);
- შემოთავაზებული საკვები სავალდებულოა იყოს ცვლადი და მენიუ შეიცვალოს ყოველდრიურად;
- პრეტენდენტი ვალდებულია ასევე, დამკვეთს მიაწოდოს ქარხნულად დალუქული სასმელი წყალი და გაზირებული მინერალური წყლის ყოველდღიური ნორმა (40 პერსონაზე), კოპმაქტური შეფუთვით;
- პრეტენდენტი ვალდებულია ბანაკი უზრუნველყოს შესაბამისი ერთჯერადი ჭურჭლითა და ჰიგიენური აღჭურვილობით.
დამატებითი მოთხოვნები:
- სოციალური, გასართობი და სადემონსტრაციო აქტივობების ფარგლებში გამოყოს მზარეული/ები, ბანაკის ტერიტორიაზე საკვების მოსამზადებლათ (მაქსიმუმ 5-ჯერ ბანაკის განხორციელების პერიოდში);
- წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, პერმანენტულად მიაწოდოს დამკვეთს კომპაქტურად შეფუთული საკვები, ლაშქრობის ან/და ექსკურსიებისთვის (მაქსიმუმ 5-ჯერ ბანაკის განხორციელების პერიოდში);
- უზრუნველყოს საკვები ნარჩენების მართვა და გატანა ბანაკის ტერიტორიიდან ყოველდღიურად.
შენიშვნა: ტენდერში მონაწილებით პრეტენდენტი ეთანხმება, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებს.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტის რეკვიზიტები (კომპანიის სრული დასახელება, საინდ. კოდი, იურიდიული მისამართი მომსახურე ბანკი, ანგ. ნომერი);
- იმ პიროვნებათა რეზიუმე, რომლებიც უშუალოდ დაამზადებენ და მიაწვდიან საკვებს ბანაკის ტერიტორიაზე.
- ფასების ცხრილი (მე-4 მუხლის შესაბამისად) .
ტენდერის ჩაბარების პირობები:
პრეტენდენტებმა არაუგვიანეს 2017 წლის 02 სექტემბრისა, ზემოაღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ, ქ. თბილისში ი. გურჯის 7ბ-ში ან გამოაგზავნონ შემდეგ მეილებზე l.bokuchava@gipa.ge E.molashkhia@gipa.ge .
საკონტაქტო პირები:
- 577 61 44 44 ლაშა ბოკუჩავა;
- 577 10 11 07 ეკა მოლაშხია.
ტენდერის კატეგორია:
- 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
- 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება