ჩაბარების ვადა:

2 სექტემბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2817 - ტენდერი ბანაკით მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი პროექტის „სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში“ ფარგლებში აცხადებს ტენდერს ახალქალაქის მინიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ბანაკით მომსახურებაზე.

სამუშაოს ტექნიკური დავალების აღწერილობა და მომსახურებათა ჩამონათვალი:

ბანაკი უნდა მოეწყოს 2017 წლის სექტემბრის თვეში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. ბანაკის ხანგრძლოვობა შეადგენს 10 დღეს. ბანაკში მონაწილეობას მიიღებს 17-24 წლამდე 30 ახალგაზრდა. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული მომსახურება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ბანაკის მოწყობა უნდა მოხდეს ახალქალაქის მინიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში;
  • ბანაკის მონაწილეებისთვის გამოყოფილი საცხოვრებელი გარემო უნდა იყოს კომფორტული, სუფთა სველი წერტილებით, სუფთა სასმელი წყლით, 24 საათიანი წყლის (ცივი/ცხელი) და დენის მიწოდებით;
  • სამზარეულოს ტერიტორია უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის უვნებლობის პრინციპებს და იძლეოდეს საკვების სუფთა გარემოში მომზადების საშუალებას, სამზარეულო აღჭურვილი უნდა იყოს ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით (გაზქურა, მაცივარი და ა.შ);
  • ტერიტორიაზე უნდა არსებობდეს ტექნიკური სამრეცხაო ოთახი, რომლითაც ისარგებლებენ ბანაკის მონაწილეები;
  • ტერიტორია უნდა მოიცავდეს საცხოვრებელ ოთახებს, სასადილო სივრცეს, სატრენინგო დარბაზს, ტერიტორიას (გარე და შიდა) სპორტული აქტივობების გასამართათ;
  • ბანაკი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო რაოდენობის სამზარეულო ინვენტარით (50 პერსონაზე) ბანაკის მონაწილეების და ტექნიკური პერსონალისთვის;
  • ბანაკი აღჭურვილი უნდა იყოს, საძინებელი ოთახებითა მინიმუმ (17 ოთახი) და სრული საძინებელი კონპლექტით 60 პერსონაზე;
  • პირველადი უფასო სამედიცინო აღჭურვილობა ხელმისაწვდომი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში;
  • ბანაკი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საჭირო საკანცელარიო ნივთით (საწერი კალმები, ბლოკნოტები თაბახის ფურცლები A4 და ა.შ);
  • ბანაკის ტერიტორიაზე დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ყველა ზომა, სასურველია პერიმეტრს იცავდეს დაცვის პოლიცია, ან სპეციალური სამსახური;
  • პრეტენდენტმა შემსყიდველს უნდა მიაწოდოს იმ პიროვნებათა რეზიუმე, რომლებიც იმუშავებენ ბანაკის ტერიტორიაზე;
  • პრეტენდენტმა არ უნდა დაუშვას ბანაკის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის ცივი იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებების შეტანა;
  • დაუშვებელია ბანაკის ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლა;
  • ბანაკის გარე და შიდა პერიმეტრის (ეზოს, სპორტული აქტივობებისთვის გამოყოფილი ტერიტორიის, ტექნიკური, საცხოვრებელი, სატრენინგო, სასადილო ოთახების და სხვა) დასუფთავება უნდა განხორციელდეს დღეში ორჯერ, ხოლო სამზარეულოს და სველი წერტილების დასუფთავება მინიმუმ დღეში სამჯერ, შესაბამისი წესების დაცვით;
  • სამზარეულო და სხვა ნარჩენების გატანა ტერიტორიიდან უნდა განხორციელდეს ყოველდღიურ რეჟიმში, შესაბამისი წესების დაცვით;
  • ტერიტორიის დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პირი ყოველდღიურ რეჯიმში უნდა აქვეყნებდეს დასუფთავებაზე პასუხისმგებელთა და საქმიანობის შესრულების ამსახველ ცხრილს;
  • ტერიტორიაზე გამოიყოს ნეიტრალური ადგილი, ოთახი, ბანაკის ვიზიტორებისთვის;
  • ტერიტორიაზე გამოიყოს ცეცხლის დასანთები, უსაფრთხო ადგილი, შესაბამისი ხის მასალის მოწოდების ჩათვლით;
  • ტერიტორიაზე მწერების არსებობის შემთხვევაში, ყველა ოთახი აღიჭურვოს მწერების საწინააღმდეგო ბადეებით ან/და ანტიალერგიული და უსაფრთხო მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით;
  • პრეტენდენტი ვალდებულია დამკვეთს წარუდგინოს ინფორმაცია, რომელიც შასაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ბანაკის მონაწილეებს ან პერსონალს და აცნობოს სხვა მნიშნველოვანი გარემოებების, რისკების და აღნიშნული რისკების შერბილების მეთოდების შესახებ;

დამატებითი მოთხოვნები:

  • სასურველია ბანაკის ტერიტორიაზე ფუნქციონირებდეს უკაბელო დაცული ინტერნეტ მომსახურება;
  • სასურველია ბანაკის ტერიტორიაზე ფუნქციონირებდეს ტელეფონი შიდა (საქართველოს ფარგლებში) უფასო ზარებისთვის;
  • სასურველია ტერიტორიაზე ფუნქციონირებდეს პროექტორი, აუდიო სისტემა და დამატებითი მოწყობილობები, პრეზენტაციის ან/და კონო სეანსის გასამართად;
  • სასურველია პრეტენდენტმა გამოყოს კარვები მათი არსებობის შემთხვევაში;

შენიშვნა: ტენდერში მონაწილებით პრეტენდენტი ეთანხმება, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებს.

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები (კომპანიის სრული დასახელება, საინდ. კოდი, იურიდიული მისამართი, მომსახურე ბანკი, ანგ. ნომერი);
  • ტერიტორიის/შენობის საკადასტრო კოდი, სადაც მოეწყობა ბანაკი;
  • ინფორმაცია ბანაკის ტერიტორიაზე პერიმეტრის დაცვის შესახებ (რომელი უწყება ან სპეციალური სამსახური განახორციელებს);
  • იმ პიროვნებათა რეზიუმე, რომლებიც იმუშავებენ ბანაკის ტერიტორიაზე.
  • ფასების ცხრილი (მე-4 მუხლის შესაბამისად) .

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

პრეტენდენტებმა არაუგვიანეს 2017 წლის 02 სექტემბრისა, ზემოაღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ, ქ. თბილისში ი. გურჯის 7ბ-ში ან გამოაგზავნონ შემდეგ მეილებზე l.bokuchava@gipa.ge   E.molashkhia@gipa.ge .

საკონტაქტო პირები:

  • 577 61 44 44 ლაშა ბოკუჩავა;
  • 577 10 11 07 ეკა მოლაშხია. 

შენიშვნა: ზემოაღნიშნული დოკუმენტების (ყველა დოკუმენტი) წარმოუდგენლობის შემთხვევაში, პრეტენდენტის წინადადება არ განიხილება და დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან.

ტენდერის კატეგორია:

  • 55200000 ბუნების წიაღში დასვენება და სხვა ადგილები დაბინავებისთვის, სასტუმროების გარდა