
ჩაბარების ვადა:
15 ოქტომბერი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T28235 - ტენდერი საქართველოს ბანკის ობიექტებისთვის ბრონირებული მინების და ხონჩების მოწოდება - მონტაჟზე
ელ. ტენდერი
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 9 ოქტომბერი 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 15 ოქტომბერი 2025 დრო 18:00
შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ბანკის ობიექტებისთვის ბრონირებული მინების და ხონჩების მოწოდება - მონტაჟზე.
მონაწილეობის ინსტრუქცია:
- ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული დოკუმენტები;
- ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან მომსახურების გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება). ამასთან ურთიერთთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12(თორმეტი) თვეს;
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს;
- ტენდერში მონაწილემ სისტემაში უნდა ატვირთოს შევსებული დანართი N1, ხოლო სისტემაში უნდა დააფიქსიროს ფასი დანართი N1-დან - “ჯამური სატენდერო ფასი ლარში (გადასახადების ჩათვლით)“;
- საიტზე შემოთავაზებული ფასდაკლების შემთხვევაში, კომპანიამ, სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს ფასდაკლების გავრცელების მეთოდოლოგია, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასდაკლება გავრცელდება ყველა პუნქტზე პროპორციულად;
- ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მომსახურების ადგილმდებარეობა და შესრულების ვადები განისაზღვრება ინდივიდუალურად ცალკეული შემთხვევებისთვის;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში გადასახადების ჩათვლით;
- ცალკეული შეკვეთის შესრულების ვადა უნდა იყოს არაუმეტეს 3 (სამი) კალენდარული დღე;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს თანდართული ფასების ცხრილის ფორმატის დაცვით;
- შემოთავაზებულ პროდუქტს უნდა ჰქონდეს გარანტია არანაკლებ 1 (ერთი) წელი;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
· შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);
· საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- ფინანსური მდგომარეობისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; - ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
- წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;
- ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 2 წლიანი ანალოგიური გამოცდილება;
- ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული სულ მცირე 5 მსგავსი კონტრაქტის და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ასლი;
- კომპანიების შემოთავაზებების განხილვის შემდეგ, აუცილებელი იქნება საბოლოო ნიმუშების წარმოდგენა. ნიმუშების წარმოდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს, მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში.
- ბანკმა შესაძლოა დამატებით ჩაატაროს წარმოდგენილი ბრონირებული მინის ნიმუშების ტესტირება და ამ ტესტირების შედეგები გამოიყენოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
- წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, ბანკი იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი;
- პრეტენდენტის მიერ ტენდერში გამარჯვება არ წარმოადგენს ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობას, რადგან, გარდა ტენდერში გამარჯვებისა, ბანკთან ხელშეკრულების გაფორმება ექვემდებარება პრეტენდენტის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან მიმართებით.
- პრეტენდენტის საქმიანობის შემოწმების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრეტენდენტს უარის თქმის ზოგად საფუძველზე მითითებით.
- ტენდერის შედეგად შესაძლოა გაფორმდეს ერთზე მეტი გენერალური ხელშეკრულება;
- ბანკი იტოვებს უფლებას გააგრძელოს მოლაპარაკებები ტენდერში, ტექნიკურად მისაღები და უდაბლესი ფასის მქონე ორ კომპანიასთან და მოლაპარაკების შედეგების მიხედვით მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება;
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 15 ოქტომბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
გიორგი ლომთაძე
ტელ: 579 15 67 96
glomtadze@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 44200000 სტრუქტურული მასალები
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები