ჩაბარების ვადა:

22 ოქტომბერი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T28244 - ტენდერი ანტრესოლის პროექტირებასა და რემონტზე

  • გამომცხადებელი: ტრანსკომ ჯგუფი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 22 ოქტომბერი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შ.პ.ს  „ტრანსკომ გრუპი“ აცხადებს ტენდერს ნტრესოლის პროექტირებასა და  რემონტზე. 

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება სამუშაოების შესრულების ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი (მათ შორის დამხმარე მასალის საფასური) პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება). ხელშეკრულების ფარგლებში

ანგარიშსწორების პირობა:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი სამუშაოს სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი და წარმოადგინოს იგი ექსელის ფორმატში; 
  • პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ “ფასების ცხრილში“ უნდა მიუთითონ მწარმოებელი კომპანია და მწარმოებელი ქვეყანა.
  • შემსყიდველს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოითხოვოს  შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატები).

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ცნობა საბიუჯეტო დავალიანების შესახებ;
  • ბანკის მიერ დამოწმებული ფინანსური ბრუნვის ამონაწერი 01/01/2023 – 31/12/2024 პერიოდზე, შესატყვისი ექსელის ფაილით;
  • ცნობა სასამართლო დავების შესახებ;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატები).

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

ატვირთული უნდა იყოს კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი ხელშემკვრელი ორგანიზაციისაგან;

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ელ-ფოსტაზე: a.gabelaia@trc.ge  

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 22 ოქტომბერი, 18:00 სთ.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ალექსანდრე გაბელაია
ტელ: +995 593 25 10 15
ელ. ფოსტა a.gabelaia@trc.ge

შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
შეკითხვები