
22 ოქტომბერი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT28245 - ტენდერი კამერებისა და სერვერების მონტაჟზე
- გამომცხადებელი: ტრანსკომ ჯგუფი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 22 ოქტომბერი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შ.პ.ს „ტრანსკომ გრუპი“ აცხადებს ტენდერს კამერებისა და სერვერების მონტაჟზე.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება სამუშაოების შესრულების ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი (მათ შორის დამხმარე მასალის საფასური) პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება). ხელშეკრულების ფარგლებში
ანგარიშსწორების პირობა:
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი სამუშაოს სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი და წარმოადგინოს იგი ექსელის ფორმატში;
- პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ “ფასების ცხრილში“ უნდა მიუთითონ მწარმოებელი კომპანია და მწარმოებელი ქვეყანა.
- შემსყიდველს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოითხოვოს შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატები).
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- საბანკო რეკვიზიტები;
- ცნობა საბიუჯეტო დავალიანების შესახებ;
- ბანკის მიერ დამოწმებული ფინანსური ბრუნვის ამონაწერი 01/01/2023 – 31/12/2024 პერიოდზე, შესატყვისი ექსელის ფაილით;
- ცნობა სასამართლო დავების შესახებ;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატები).
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
ატვირთული უნდა იყოს კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი ხელშემკვრელი ორგანიზაციისაგან;
სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ელ-ფოსტაზე: a.gabelaia@trc.ge
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 22 ოქტომბერი, 18:00 სთ.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ალექსანდრე გაბელაია
ტელ: +995 593 25 10 15
ელ. ფოსტა a.gabelaia@trc.ge
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები