ჩაბარების ვადა:

20 ოქტომბერი 2025, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T28251 - ტენდერი 31 ერთეულ ახალი BRAND NEW სხვადასხვა ტიპის ავტომანქანის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: EUR
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 9 ოქტომბერი 2025 დრო 13:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 20 ოქტომბერი 2025 დრო 17:00
  • უფასო მონაწილეობა: კი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ტენდერის31 ერთეულ ახალი BRAND NEW სხვადასხვა ტიპის ავტომანქანის შესყიდვაზე.

1.2 შესასყიდი ავტომანქანების ტექ. მახასიათებელი: 

თანდართულ ფაილებში ქვემოთ მოცემული სახელწოდებებით, მოცემულია შესაძენი 31 ცალი სხვადასხვა ტიპის ახალი BRAND NEW  ავტომანქანების ტექნიკური დავალებები და რაოდენობები: 

  • მსუბუქი ავტომობილები - მაღალი გამავლობის (4x4) ტიპის ავტომანქანა
  • მსუბუქი ავტომობილები - მაღალი გამავლობის პიკაპის (4x4) ტიპის ავტომანქანა
  • მსუბუქი ავტომობილები - მსუბუქი სედანის ტიპის ავტომობილი
  • მსუბუქი ავტომობილები - უნივერსალი (Station Wagon)
  • მსუბუქი ავტომობილები - უნივერსალის სატვირთო (Station Cargo Wagon) ტიპის ავტომობილი
  • ნახევრად სატვირთო ნახევრად სამგზავრო მიკროავტობუსი
  • სატვირთო მიკროავტობუსი (დახურული ტვირთმზიდი Cargo Van)

1.3 განფასება:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სავალდებულო ინფორმაცია და ფასები (EUR) დანართი N1-ის მიხედვით. (ფასების ცხრილი)

პრეტენდენტს აქვს უფლება შემოთავაზება გააკეთოს როგორც ყველა, ასევე მხოლოდ ერთ, ორ ან მისთვის სასურველ შესასყიდ ობიექტზე. ასევე შესაძლებლობა აქვს ერთ შესასყიდ ობიექტზე წარმოადგინოს რამდენიმე ტიპის შეთავაზება.

1.4 ავტომობილის მიწოდების მოქმედების ვადა:

პრეტედენტმა უნდა დააფიქსიროთ დანართი N1-ის მიხედვით (ფასების ცხრილში)

1.5 ავტომობილის მიწოდების ფორმა და ადგილი:

ავტომობილის გაყვანა  გამყიდველის სერვის ცენტრიდან (მხოლოდ ქალაქ თბილისის სერვის ცენტრები);  

ავტომობილის გაფორმება უნდა მოხდეს სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში ან გამყიდველის სერვის ცენტრში გამყიდველის ხარჯებით.

1.6 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, პრეტენდენტის მიერ დანართ N1-ში შემოთავაზებული გადახდის პირობის მსგავსად. უპირატესობა მიანიჭება კონსიგნაციის ვადას.

1.7 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • კომპანიის განახლებული ამონაწერი ტენდერის გამოცხადების მომენტიდან;
  • დანართი N1- ფასების ცხრილი 
  • ავტომობილის ტექ. მახასიათებელი და სრული კომპლექტაცია სასურველია ორ ნაზე ქართული და ინგლისური (დანართ N1-ის შესაბამისად)
  • საგარანტიო პირობა და სასურველია ასევე საგარანტიო პერიოდში გეგმიური სერვისების განფასება;
  • საგარანტიო მომსახურების სერვის პუნქტების რაოდენობა და მისამართები;
  • ავტომობილის სურათები (სალონის ჩათვლით);
  • საგარანტიო პერიოდში ძირითადი აგრეგატების როგორიცაა - ძრავი, გადაცემათა კოლოფი, ხიდი - მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში შეკეთების ვადები;

1.8 GWP-ის განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • საგარანტიო პერიოდი უნდა ვრცელდებოდეს ტექნიკურ დავალებებში მოცემული ვადების მოთხოვნისამებრ; უფრო დიდ საგარანტიო ვადას მიენიჭება უპირატესობა;
  • სასურველია მონაწილემ წარადგინოს, საგარანტიო პერიოდში გეგმიური სერვისების განფასება;
  • პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს საგარანტიო პერიოდში ძირითადი აგრეგატების როგორიცაა - ძრავი, გადაცემათა კოლოფი, ხიდი - მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში შეკეთების ვადები;
  • პრეტედენტს უნდა ჰოქნდეს თბილისში სერვისის ცენტრის მინიმუმ ერთი ლოკაცია;
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, პრეტენდენტმა ასევე უნდა უზრუნველყოს ავტომობილის გაფორმება შემსყიდველის სახელზე საკუთარი ხარჯებით;
  • პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ავტომანქანების სრული კომპლექტაცია; სასურველია ორ ენაზე: ქართული და ინგლისური;

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • დანართი N1- ატვირთული უნდა იყოს როგორც ხელოწერილი, ასევე ექსელის ფორმატში;
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.9 ხელშეკრულების გაფორმება:

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ხელშეკრულება.

1.20 სხვა მოთხოვნა

  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს გამარჯვებულ კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი, იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის, მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 20 ოქტომბერი, 17:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: EUR
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში  

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი

საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილავა
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 002761

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111 (1145); 599 505067

ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები

დოკუმენტაცია

დანართი N1 - ფასების ცხრილი დანართი N1 - ფასების ცხრილი
ელ ტენდერი სხვადასხვა ტიპის ახალი BRAND NEW ავტომობილების შესყიდვაზე ელ ტენდერი სხვადასხვა ტიპის ახალი BRAND NEW ავტომობილების შესყიდვაზე
ტექნიკური დავალება - მსუბუქი ავტომობილები - მაღალი გამავლობის (4x4) ტიპის ავტომანქანა ტექნიკური დავალება - მსუბუქი ავტომობილები - მაღალი გამავლობის (4x4) ტიპის ავტომანქანა
ტექნიკური დავალება - მსუბუქი ავტომობილები - მაღალი გამავლობის პიკაპის (4x4) ტიპის ავტომანქანა ტექნიკური დავალება - მსუბუქი ავტომობილები - მაღალი გამავლობის პიკაპის (4x4) ტიპის ავტომანქანა
ტექნიკური დავალება - მსუბუქი ავტომობილები - მსუბუქი სედანის ტიპის ავტომობილი ტექნიკური დავალება - მსუბუქი ავტომობილები - მსუბუქი სედანის ტიპის ავტომობილი
ტექნიკური დავალება - მსუბუქი ავტომობილები - უნივერსალი (Station Wagon) ტექნიკური დავალება - მსუბუქი ავტომობილები - უნივერსალი (Station Wagon)
ტექნიკური დავალება - მსუბუქი ავტომობილები - უნივერსალის სატვირთო (Station Cargo Wagon) ტიპის ავტომობილი ტექნიკური დავალება - მსუბუქი ავტომობილები - უნივერსალის სატვირთო (Station Cargo Wagon) ტიპის ავტომობილი
ტექნიკური დავალება - ნახევრად სატვირთო ნახევრად სამგზავრო მიკროავტობუსი ტექნიკური დავალება - ნახევრად სატვირთო ნახევრად სამგზავრო მიკროავტობუსი
ტექნიკური დავალება - სატვირთო მიკროავტობუსი (დახურული ტვირთმზიდი Cargo Van) ტექნიკური დავალება - სატვირთო მიკროავტობუსი (დახურული ტვირთმზიდი Cargo Van)
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა
შეკითხვები