ჩაბარების ვადა:

31 ოქტომბერი 2025, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

T28258 - ფასთა გამოკითხვა რუსთავის ცემენტის ქარხნაში გამწვანების გეგმის შექმნაზე

  • გამომცხადებელი: ქართული ცემენტი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 31 ოქტომბერი 2025 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს ქართული ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე.კომპანია ფლობს კლინკერის და ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში, ცემენტის წისქვილს ფოთში, ცემენტის ტერმინალს სუფსაში, ინერტულიმასალების საწარმოს და ბეტონის ქარხნების ქსელს.

შპს ქართული ცემენტი- შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ლინკსhttp://www.hunnewellcement.ge

კომპანიას რუსთავის ცემენტის ქარხნისათვის ესაჭიროება გამწვანების გეგმის შექმნა. თანდართულ KML ფაილში მონიშნულია ქარსნის ტერიტორიაზე არსებული გამწვანებული და გასამწვანებელი ნაკვეთები. შემსრულებელმა ადგილზე უნდა შეიწავლოს აღნიშნული ნაკვეთები და შემოგვთავაზოს გარემო პირობების შესაბამისი მცენარეული საფარის მოწყობის გეგმა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ როგორც სრული წინადადება ასევე ცალკეული ნაწილის შესრულების შეთავაზება:

გეგმის მიზანია:

  • გამწვანებული ტერიტორიების ვიზუალური და ფუნქციური გაჯანსაღება;
  • ქარხნის ტერიტორიის მიკროკლიმატის გაუმჯობესება (სადაც შესაძლებელია დაჩრდილული ტერიტორიის გაზრდა, ქარდამცავი ფუნქციის შესრულება და ა.შ);
  • ნიადაგის მიერ წყლის შეწოვის და ნესტის შენარჩუნების უნარის გაუმჯობესება;
  • ხანგრძლივ პერსპექტივაში გამწვანებული ტერიტორიების მოვლაზე დახარჯული სასუქების, პესტიციდების და წყლის მოხმარების შემცირება (ადაპტირებული მცენარეების დარგვის ხარჯზე);
  • შიდა ინტერიერის გამწვანება 

არსებული გამწვანებული ტერიტორიისთვის გეგმა უნდა მოიცავდეს (თითოეული ნაკვეთისთვის):

  • იმ ხეების სიას/მონიშვნას რომლის მოჭრაც აუცილებელია;
  • იმ ხეების სიას/მონიშვნას რომელთა გადაბელვა/გასხვლაც აუცილებელია (თითეული სახეობისთვის ინსტრუქციის მითითებით: გადაბელვის სიმაღლე, პერიოდი და ა.შ);
  • წამლობის და სასუქების მიცემის ინსტრუქციას (სასუქების რაოდენობის, შეტანის მეთოდების და პერიოდულობის მითითებით);
  • ნიადაგის გაუმჯობესების შესაძლებლობებს;

გასამწვანებელი ტერიტორიისთვის გეგმა უნდა მოიცავდეს (თითოეული ნაკვეთისთვის):

  • დასარგავი მცენარეების სიას, რაოდენობას და რუკას;
  • ნიადაგის საფარის (ცოცხალი ან არაცოცხალი) აღწერას და რუკას;
  • გეგმაში შეთავაზებული თითოეული მცენარისთვის უნდა იყოს მოცემული მოვლის დეტალური ინსტრუქცია (მორწყვის მეთოდები, ჯერადობა, წყლის რაოდენობა, წამლობის და სასუქების გრაფიკი, გასხვლის მეთოდები, პერიოდულობა და ა.შ.);
  • გეგმაში შეტანილი მცენარეები უნდა იყოს გამოცდილი/ადაპტირებული რუსთავის (ან ანალოგიური კლიმატური პირობებისთვის);

სარწყავი სისტემა :

გეგმაში დატანილი უნდა იყოს სარწყავი სისტემების წერტილები (არ არის აუცილებელი ავტომატური სისტემა), წყლის საჭირო მოცულობები , მცენარეებისა და გამწვანებული ლოკაციების მიხედვით.

ბიომრავალფეროვნების კუთხე (ერთი ნაკვეთი, 1600 მ2)

1600 კვ/მ -ზე დაგგემილი გვაქვს დამმტვერავი მწერების (ფუტკრების, პეპლების) ხელშესაწყობად გამწვანებული ტერიტორიის მოწობა, რომელზეც შეძლებისდაგვარად ყველა სეზონზე იქნება მოყვავილე მცენარეები.

ბასეინების აღდგენის გეგმა:

საწარმოში არსებული 2 ძველი წყლის ფანტანის/ბასეინი ინტერიერის აღდგენა/გამწვანება, შესაბამისი მცენარეების შეთავაზება.

შიდა ინტერიერის გამწვანება:

ადმინისტრაციული შენობის შიდა სივრცისთვის ოპტიმალური მცენარეების შერჩევა

გეგმის შემუშავებისას უნდა გათვალისწინებული იყოს მისი ზემოქმედება ადამიანზე, გარემოზე და კომპანიის უსაფრთხოებაზე, კერძოდ:

  • დაუშვებელია მცენარეები რომლებიც ზრდიან ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს (განსაკუთრებული ტოქსიკურობა; ძლიერი მტვერი);
  • დაუშვებელია ინვაზიური/აგრესიულად მზარდი ან ისეთი მცენარეები, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებას და ინფრასტრუქტურას.
  • საწარმოს უსაფრთოხების მოთხოვნებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ღობეს და მწვანე საფარს შორის 5 მეტრის ღია ადგილის დატოვება და ღობის გასწვრის მისავლელი/გზების დატოვება.
  • გეგმის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ქარხანაში დაგეგმილი სადრენაჟე და საგზაო სისტემა (მივაწვდით შერჩეულ კომპანიას).

შემსრულებელის მხრიდან გამწვანების გეგმა უნდა იქნას წარმოდგენილი:

  • Kml (google earth) ფორმატში წარმოდგენილი გამწვანების რუკა;
  • გამწვანების გეგმა;

ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობისათვის წარმოადგინეთ შეთავაზება, რომელიც უნდა მოიცავდეს: სამუშაოს ვადას, ღირებულებას და ძირითად კონცეფციას;

ინტერესთა კონფლიქტის გამოსარიცხად მონაწილე კოპმანია არ უნდა იყოს სანერგესთან დაკავშირებული.

ტერიტორიის სანახავად/ ტექნიკური დავალების დეტალების დასაზუსტებლად დაუკავშირდით:

ბექა ბერიანიძე
მობ: 557 70 01 25
ელ. ფოსტა: beka.berianidze@cement.ge

მონაწილეობის მისაღებად უნდა დარეგისტრირდეთ კომპანიის შიდა პლატფორმაზე და ატვირთოთ შეთავაზება არაუგვიანეს 2025 წლის 31 ოქტომბერს 15:00 საათისა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

ნინო ბერიძე
ელ. ფოსტა: nino.beridze@cement.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 71400000 მომსახურება ურბანული დაგეგმარებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის სფეროში
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
შეკითხვები