
20 ოქტომბერი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T28263 - ტენდერი ბრენდინგსა და მარკეტინგულ მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ავერსი-რაციონალი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 10 ოქტომბერი 2025 დრო 12:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 20 ოქტომბერი 2025 დრო 18:00
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ავერსი-რაციონალი“ აცხადებს ტენდერს შემდეგი სახის მომსახურებაზე:
- ბიოლოგიურად აქტიური დანამატების (ბად) ბრენდის ბრენდინგი და მარკეტინგული მომსახურება:
- კომპანიის სავაჭრო ნიშნის განახლება (არსებულის მოდერნიზაცია ან გადამუშავება) და გზავნილის (Tagline) შემუშავება
1.ბიოლოგიურად აქტიური დანამატების ბრენდის ბრენდინგი და მარკეტინგული მომსახურება მოიცავს:
- ბრენდის სავაჭრო ნიშნის ლათინური და ადაპტირებული ქართული ვარიანტის შექმნას
- ბრენდის გზავნილის (Tagline) მომზადებას
- შეფუთვის დიზაინის კონცეფციის შემუშავებას პროდუქტის ტიპების მიხედვით (კოლოფი, ფლაკონი, ტუბი, საშეტი)
- 26 პროდუქტისთვის სრული საბეჭდი ფაილების (Print-ready files) მომზადებას
- ბრენდბუქის შექმნას:
- სავაჭრო ნიშანი (ლათინური და ქართული)
- სიმბოლო/ლოგო - ფერთა გამა (ბეჭდური და ციფრული ფორმატები)
- სიმბოლოს ზომები და პროპორციები
- ლოგოს ვერსიები სხვადასხვა ფორმატში (ჰორიზონტალური, კვადრატული და სხვ.)
- სიმბოლოს გამოყენების წესები (ბრენდირებული მატერიალებზე)
- ლოგოს გამოყენების მაგალითები შემდეგ მატერიალებზე (ბლანკი, საწერი კალამი, ბლოკნოტი, ხალათი, მუყაოს პარკი, სამაგიდო აქსესუარები) - სოციალური მედიისთვის (Facebook, Instagram) შემდეგი ტიპის პოსტების შაბლონების შექმნა:
- საინფორმაციო - პროდუქტის შესახებ
- საინფორმაციო - ჯანმრთელობის შესახებ
- პროდუქტის პოსტი
- ფასდაკლების/აქციის პოსტიშაბლონები უნდა იყოს ბრენდბუქთან შესაბამისობაში და ადვილად მოსარგები სხვადასხვა კამპანიისთვის - ვიზუალიზაცია და ვებ-გვერდი:
- 26 პროდუქტის რეალისტური ვიზუალიზაციის (2D ან 3D) შემუშავება ვებ-გვერდზე განსათავსებლად
- ვებ-გვერდზე 26 პროდუქტის დეტალური აღწერილობის განთავსება
- ინფორმაციული ტიპის (არა-კომერციული) ვებ-გვერდის დიზაინი და პროგრამირება ბრენდბუქის მიხედვით
- ინფორმაცია გათვლილი უნდა იყოს როგორც მომხმარებელზე, ისე ჯანდაცვის სპეციალისტებზევებ-გვერდი უნდა იყოს თანამედროვე UX/UI სტანდარტებით შექმნილი - პრეზენტაციული მასალები სარეალიზაციო ადგილისთვის/სტენდის დიზაინი
- აფთიაქში განსათავსებელი ბრენდის საპრეზენტაციო სტენდის დიზაინის შემუშავება (POS) დიზაინი
2. კომპანიის სავაჭრო ნიშნის განახლება (არსებულის მოდერნიზაცია ან გადამუშავება) და გზავნილის (Tagline) შემუშავება:
ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს დეტალური სამუშაო გეგმა და სავარაუდო ვადები თითოეული ბლოკის მიხედვით. სრული პაკეტის დასრულების ვადა უნდა იყოს არაუმეტეს 3 თვე სამუშაოების დაწყებიდან.
ბიუჯეტი და ფასთა ცხრილი:
ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფასთა ჩამონათვალი - ცალკე (I) ბიოლოგიურად აქტიური დანამატების (ბად) ბრენდის მომსახურებაზე, ცალკე (II) კომპანიის მომსახურებაზე. ასევე, სრული პაკეტის ერთიანი ღირებულება.
კვალიფიკაციის მოთხოვნები:
გამოცდილება პროდუქტის ბრენდინგის/დიზაინის/მარკეტინგის მიმართულებით
შეფასების კრიტერიუმები:
- შესრულებული სამუშაოს გეგმა და ვადები
- კომპანიის გამოცდილება (შესრულებული მსგავსი სამუშაოების რაოდენობა და ხარისხი (ფარმაცევტული/ჯანმრთელობის ბრენდები პრიორიტეტულია)
- შემოთავაზებული ფასის კონკურენტუნარიანობა
მონიტორინგის მეთოდები:
შესასრულებული სამუშაოს სტატუსის მონიტორინგი ყოველკვირეული ანგარიშის სახით
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:
- კომპანიის მოკლე პრეზენტაცია
- შესრულებული მსგავსი სამუშაოების პორტფოლიო (PDF ან ბმულები)
- ფინანსური წინადადება
- სამუშაო გეგმა და ვადები
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 20 ოქტომბერი, 18:00 სთ;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- შეთავაზების ვალუტა: N/A;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
წარდგენის ფორმატი: ელექტრონულად, PDF ფორმატში
საკონტაქტო პირი:
ქეთი სურამლიშვილი
ტელ.: 595 33 92 58
ელ-ფოსტა: keti.suramlishvili@rational.ge
ტენდერის კატეგორია:
- 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
- 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები