ჩაბარების ვადა:

10 სექტემბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2829 - ტენდერი ლიფტების ყოველთვიურ მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს “დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“ აცხადებს ტენდრეს ლიფტების სარემონოტო აღდგენითი სამუშაოებისა და ყოველთვიური მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.

მომსახურების განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15
დამკვეთის გამოძახებაზე რეაგირების დრო: არაუმეტეს 2 საათი

მოდელი ტვირთამწეობა რა-ბა მომსახურების ხანგრძლივობა ერთი ლიფტის მომსახურების
ღირებულება 1 თვეზე
საგარანტიო პერიოდი შესრულებულ სამუშაოზე
თურქული წარმოების  450 კგ 1 12 თვე    
თურქული წარმოების  1000 კგ 1 12 თვე    

მომწოდებელმა ცალკე წინადადებად უნდა წარმოადგინოს ორივე ლიფტის ე.წ. ერთი ღილაკით გამოძახების ფუნქციაზე გადასასველად ჩასატარაებლი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, შესრულების ვადა, გადახადის პირობა, საგარანტიო პირობები.
ფასები მოცემული უნდა იყოს ლარში დღგ–ის ჩათვლით.

ფასი მოწოდებული უნდა იყოს შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • მომწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ლიფტების სისტემატიური გამართული მუშაობა და მომსახურეობა:
  • მთავარი ამძრავის ელექტრული ძრავის შემოწმება;
  • სამუხრუჭე მოწყობილობის შემოწმება;
  • ლიფტის სამართავი კარადის შემოწმება;
  • კაბინის და შახტის კარებების ამძრავი მოწყობილობების შემოწმება;
  • სიჩქარის შემზღუდველის შემოწმება;
  • საპირწონისა და კაბინის ზამბარიანი/საბალანსო საკიდების შემოწმება;
  • ბაგირის მიმმართველი ბორბლის შემოწმება;
  • ამწევი ბაგირების შემოწმება;
  • ელექტრო კაბელის შემოწმება;
  • გამოძახების და ბრძანების მოწყობილობების შემოწმება;
  • კაბინის მდებარეობისა და მიმართულების მაჩვენებლის შემოწმება;
  • სხვა საქმიანობები დაკავშირებული ლიფტების გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

მომწოდებელმა საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს ლიფტების რემონტი (მათ შორის ლიფტების საზეთ-საპოხი მასალით უზრუნველყოფა), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაზიანდება ისეთი საკვანძო დეტალები, რომლებიც ჩამოთვლილია ქვემოთ:

  • ლიფტების ელ. ძრავების შეკეთება;
    - წამყვანი რედუქტორის შეკეთება;
    - ბაგირწამყვანი ბორბლის შეკეთება;
    - მზიდი ბაგირების შეცვლა;
    - კაბინის კუპის შეკეთება;
    - საპირწონის ჩონჩხის შეკეთება;
    - ელ. მართვის ფარის შეცვლა;
    - ძალოვანი ან შეკიდული კაბელის შეცვლა.
  • მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ლიფტების შეუფერხებელი, უსაფრთხო ფუნქციონირება.
  • საავარიო მომსახურების, ლიფტის გამართვისა და გაშვების დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 (ორი) საათს.
  • ლიფტის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების აღმოფხვრა, გარდა პირველ პუნქტში ჩამოთვლილი შემთხვევებისა, უნდა განხროციელდეს არაუგვიანეს 24 საათისა.
  • მომწოდებელმა, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების მეშვეობით საჭიროების შემთხვევაში უნდა გაუწიოს დამკვეთს შესყიდვის საგანთან დაკავშირებული კონსულტაციები;
  • მომწოდებელმა მინიმუმ თვეში ერთხელ უნდა განახორციელოს ლიფტების გეგმიური შემოწმება, რაზეც დამკვეთს უნდა წარუდგინოს (ყოველი თვის ბოლოს) შესაბამისი ტექნიკური დათვალიერების აქტი ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ.
  • ხელშეკრულება დაიდება 1 წლის ვადით.

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
  • მომწოდებელმა ელექტრონული ფოსტის მისამართზე ( request@irao.ge ) უნდა გადმოაგზავოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში: 
    - საჯარო რეესტრიდან სამეწარმეო ამონაწერი; 
    - კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
    - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • ფასი უნდა მოიცავდეს ყველანაირი მომსახურების საფასურს.
  • მომწოდებელმა უნდა დააფიქსიროს 1 თვის ფიქსირებული საფასური

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

პრეტენდენტის მიერ შემოათავაზება მომზადებული უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და ხელმოწერილი გადმოგზავნილი ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: request@irao.ge  შემოთავაზების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2017 წლის 10 სექტემბერი. კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 2 949949 (7121).

შენიშვნა: შემოთავაზების გაკეთებამდე აუცილებელია ლიფტების დათვალიერება.

მეილზე მოსული შემოთავაზებების განხილვა ჩატარდება ყოველდღე სამუშაო საათებში (09:30 სთ–დან 18:30 სთ–მდე). სათაო ოფისის მისამართი: ქ.თბილისში ბოჭორიშვილის ქ. 88/15-ში.

საკონტაქტო პირი:
ალექსანდრე ნოზაძე ელ.ფოსტა: request@irao.ge  ტელ: 577 530 909

ტენდერის კატეგორია:

  • 50700000 შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება