
20 ოქტომბერი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T28290 - ტენდერი სარეზერვო ასლების შემნახველი სპეციალიზირებული მოწყობილობის და პროგრამულ უზრუნველყოფაზე
- გამომცხადებელი: პსპ ფარმა
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 14 ოქტომბერი 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 20 ოქტომბერი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
პსპ ფარმა აცხადებს ტენდერს სარეზერვო ასლების შემნახველი სპეციალიზირებული მოწყობილობა და პროგრამული უზრუნველყოფაზე.
PSP ფარმა გეგმავს საკუთარი სარეზერვო ასლების შემნახველი სპეციალიზირებული მოწყობილობების გაძლიერებას და მონაცემთა პროგრამული უზრუნველყოფის შეძენას, რაც მოიცავს მონაცემთა რეზერვირების და დაცვვის მაჩვენებლის გაზრდას
დავალებაში განსაზღვრულია ოთხი სცენარი, სადაც ტექნიკის როლები უცვლელი რჩება და განსხვავდება მხოლოდ რაოდენობრივი მაჩვენებლები. თითოეული როლისთვის განსაზღვრულია მისაღები მწარმოებლების ჩამონათვალი და მოდელები, ხოლო სხვა მწარმოებლების შეთავაზება არ განიხილება, რადგან სარეზერვო ასლების შენახვის გეგმა უკვე შემუშავებულია და დამტკიცებულია. შესაბამისად, პრეტენდენტმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს წინადადება ოთხივე სცენარის შესაბამისად, ქვემოთ მოცემული როლების ტექნიკური პარამეტრების სრული გათვალისწინებით.
ყველა მოწყობილობასა და პროგრამულ უზრუნველყოფას უნდა მოყვებოდეს მინიმუმ 3-წლიანი მწარმოებლის გარანტია და მხარდაჭერის სერვისი. ინფორმაცია ლიცენზირების შესახებ მოცემულია ჩაშლილ ტექნიკურ დავალებაში თითოეული კომპონენტისთვის.სარეზერვო ასლების შემნახველი სპეციალიზირებული მოწყობილობისთვის განიხილება მხოლოდ სამი მწარმოებელი კომპანია: DELL, HPE ან ExaGrid
სარეზერვო ასლების პროგრამული უზრუნველყოფისთვის განიხილება ორი კომპანია: Veeam, Dell და HPE
ქვემოთ ჩამოთვლილია შემუშავებული გეგმის მოდელები და ტექნიკური მახასიათებლები იხილეთ თანდართულ ფაილში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 20 ოქტომბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: N.A
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 595 302 236
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები