
ჩაბარების ვადა:
30 ნოემბერი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT28294 - ტენდერი მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: იმერეთის ჰოსპიტალი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 30 ნოემბერი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
იმერეთის ჰოსპიტალი აცხადებს ტენდერს სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის შესყიდვაზე.
გამარჯვებულის გამოვლენისას პრიორიტეტული მნიშვნელობა მიენიჭება წინადადებაში მითითებულ ფასსა და პროდუქტის ხარისხს. შემოთავაზებული თითოეული მედიკამენტი დასამედიცინო სახარჯი მასალის სახეობა განიხილება ინდივიდუალურად.
შესყიდვაში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტმა შემსყიდვლის მიერ მოთხოვნილი, სატენდერო წინადადება უნდა წარადგინოს ელექტრონულად მეილის სახით შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე imeretihospital@gmail.com არაუგვიანეს 2025 წლის 30 ნოემბრის 18:00 საათისა.
აუცილებელი მოთხოვნები:
- მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა არ უნდა იყო სნაკლები, ამ საქონლის სრული ვარგისიანობის ვადის 80%-სა.საქონლის ვარგისობის ვადა შესაძლებელია იყოს განსხვავებულიმხოლოდ მხარეთა შეთანხმებით.
- პროდუქციის მომარაგების უწყვეტი უზრუნველყოფა ტენდერის მოქმედების პერიოდში - 1 წლის განმავლობაში.
- წარმოდგენილ წინადადებაში (დანართი #1), გთხოვთ, მიუთითოთთქვენს მიერ შემოთავაზებული მედიკამენტის და სახარჯი მასალების დასახელება, ერთეულის ფასი, მწარმოებელი კომპანია,მწარმოებელი და მედიკამენტის და სახარჯი მასალის შეფუთვის ქვეყანა. აუცილებლად მიუთითეთ კომენტარის ველში, თუ შემოთავაზებული პრეპარატის ფორმა დოზა არ ემთხვევა ტენდერის მოთხოვნას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: imeretihospital@gmail.com
ტენდერის კატეგორია:
- 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები
- 33100000 სამედიცინო მოწყობილობები