
20 ოქტომბერი 2025, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T28295 - ტენდერი დეციმეტრული დიაპაზონში მომუშავე, საბაზო რეტრანსლატორების (რეპიტერების MOTOROLA SLR5500) საანძო მომსახურების გაწევაზე
- გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 13 ოქტომბერი 2025 დრო 19:27
- წინადადების მიღება მთავრდება: 20 ოქტომბერი 2025 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 და აცხადებს ელექტრონულ ტენდერს კუთვნილი, დეციმეტრული დიაპაზონში მომუშავე, საბაზო რეტრანსლატორების (რეპიტერების MOTOROLA SLR5500) საანძო მომსახურების გაწევაზე.
შესყიდვის ობიექტი:
პროდუქტი | რაოდენობა |
რეპიტერის განთავსება ანძაზე და მომსახურება - ქალაქ თბილისი | 1 |
რეპიტერის განთავსება ანძაზე და მომსახურება - ქალაქ ბათუმი | 1 |
ძირითადი პირობები:
- შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს შპს დაირექტ დებით ჯორჯიას კუთვნილი, დეციმეტრული დიაპაზონში მომუშავე, საბაზო რეტრანსლატორების (რეპიტერების MOTOROLA SLR5500) საანძო მომსახურების გაწევა და აგრეთვე რეპიტერების სერვის მომსახურება, პროგრამული განახლება(Update), პროგრამირება და გამართული მუშაობა სრულად, მათ შორის საფიდერე და საანტენო კომპლექტი.
- ანძები განთავსებული უნდა იყოს ქ. თბილისში ან მის გარეუბანში და ქ. ბათუმში ან მის გარეუბანში ზღვის დონიდან არანაკლებ 665 მეტრზე;
- ანძებზე განთავსებულმა საბაზო რეტრანსლატორებმა (რეპიტერებმა) უნდა უზრუნველყოს დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში 24 საათიანი უწყვეტი ოპერატიული რადიოკავშირი
- შპს დაირექტ დებიტ ჯორჯიას თანამშრომლებს შორის, ქ.თბილისის მასშტაბით;
- საბაზო რეტრანსლატორის (რეპიტერის) მუშაობა დაცული უნდა იყოს ყოველგვარი გარეშე ხელშემშლელი ფაქტორებისაგან; საბაზო რეტრანსლატორის (რეპიტერის) კვება უნდა იყოს რეზერვირებადი და უზრუნველყოფილი უწყვეტი კვების წყაროთი; შპს დაირექტ დებიტ ჯორჯიას დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში მოქმედი ოპერატიული რადიოკავშირის მონაცემებია: საბაზო რეტრანსლატორის (რეპიტერის) სიმძლავრე - 50ვტ; საბაზო ანტენა - Lambda, გაძლიერების კოეფიციენტი არანაკლებ - 6.5db; პოლარიზაცია - ვერტიკალური.
- რეპიტერებმა(2 ცალი) უნდა უზრუნველყონ ქალაქ თბილისისა და ბათუმის სრულად დაფარვა და ისინი გადაბმული უნდა იყვნენ ქსელით, Motorola IP Site connect სისტემის გამართულად სამუშაოდ.
ტენდერის პირობები
- თანხის ანაზღაურება მოხდება ყოველთვიურად მომსახურების მიღების მომდევნო თვის 5 რიცხვამდე;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ხელშეკრულება 2025 წლის 1 ნოემბრიდან 2028 წლის 31 დეკემბრამდე;
- ფასთა ცხრილში უნდა დაფიქსირდეს ყოველთიურად ასანაზღაურებელი თანხა.
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები
- დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება; - დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი
შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 20/10/2025 15:00 საათი
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 20 ოქტომბერი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილშით:
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
ტელ: +995 599 27 87 97
ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 32200000 რადიოტელეფონიის, რადიოსატელეგრაფო, რადიო და ტელემაუწყებლობის აპარატურა