
30 იანვარი 2015, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT283 - მედიკამენტების, ხსნარების და ენტერალური კვების შესყიდვა
შპს „ნიუ ჰოსპიტალსი“ აცხადებს ტენდერს მედიკამენტების, სადენზინფექციო ხსნარების და ენტერალური კვების შესყიდვის მიზნით შემდგომი 6 თვის განმავლობაში და მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს.
- მედიკამენტების მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულობით განსაზღრული პირობების შესაბამისად
- მედიკამენტების მოწოდება უნდა განხორციელდეს - ქ. თბილისი, კრწანისის N12
- მედიკამენტის ვარგისიანობის (მოქმედების) ვადა მოწოდების მომენტისათვის უნდა იყოს არანაკლებ 18 თვისა
- ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ფაქტიურად მოწოდებული მედიკამენტის შესაბამისად წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადების და მიღება-ჩაბარების აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა
- მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მედიკამენტების მოწოდება შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის მკაცრი დაცვით, ცივი ჯაჭვის პრინციპების შესაბამისად (არსებობის შემთხევაში)
- შემოთავაზებული მედიკამენტები უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ დავალებაში გათვალისწინებულ მოთხოვნებს
- პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი ტექნიკური წინადადებების შერჩევა - შეფასება მოხდება ორ ეტაბად: პირველ ეტაპზე განიხილება ფასები, ხარისხი და გამოვლინდება სავარაუდო გამარჯვებული, რომელსაც მეორე ეტაპისათვის მოეთხოვება ქვემოთ აღნიშნული მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ან სხვა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა
პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებს და ინფორმაციებს:
- 1. რეკვიზიტები (იურიდიული ფორმა და დასახელება, ხელმძმღვანელის სახელი და გვარი,იურიდიული ან / და ფაქტიური მისამართი,საიდენტიფიკაციო კოდი,ელექტრონული მისამართი, ბანკი, ბანკის კოდი და ანგარიშსწორების ანგარიში)
- 2. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან)
- 3. ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
- 4. ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ყადაღის არქონის შესახებ
- 5. ცნობა სასამართლოდან გადახდის უუნარობის საქმის არწარმოების შესახებ
- 6. ტექნიკური დავალება წარმოდგენილი ერთეულის ფასით, წარმოშობის ქვეყნით, მწარმოებლით და საერთო ღირებულებით, რომელიც წარმოდეგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში (გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს კაონდებლობით ყველა გადასახადი)
- 7. მედიკამენტების საქართველოში რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა
- 8. მედიკამენტების ხარისხის სერთიფიკატი
- 9. წარმოშობის სერთიფიკატი
შენიშვნა:
1. სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდეტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი
2. პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი ერთნაირი ფასის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ხარისხს
3. სატენდერო კომისია იტოვებს უფლებას თავისი შეხედულემისამებრ ერთი ლოტი გაყოს რამოდენიმე პრეტენდენტზე პროცენტული გადანაწილებით.
1. დაინტერესებული პირები ტექნიკური დავალების დაცული ფაილის მიღებას შეძლებენ 2014 წლის 30 დეკემბრიდან 2015 წლის 28 იანვრის ჩათვლით ელექტრონული ფორმით შემდეგი მისამართებიდან: www.tenders.ge, www.jobs.ge, ქ. თბილისის კრწანისის N12 შესყიდვების განყოფილება.
2. დამატებითი კითხვების შემთხვევაში ინფორმაციის მიღებას შეძლებთ შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე:
მალხაზ მოსეშვილი - 2190025
ნინო გოგებაშვილი - 2190027
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი მონაწილეობის თაობაზე, საკვალიფიკაციო მონაცემები (რეკვიზიტები) და ტექნიკური დავალება (ნუმერაციის მკაცრი დაცვით) ქართულ ენაზე, უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 30 იანვრისა შემდეგ მისამართზე:
- E-mail: tender@newhospitals.ge
- ქ.თბილისი, კრწანისის N12 (ხელმოწერილი CD ფორმატი)