6 სექტემბერი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2832 - ტენდერი კვებით მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ნებისმიერი ტიპის კვებით მომსახურებაზე (სხვადასხვა მასშტაბის ყავის შესვენება, ლანჩი, ღონისძიებების ფურშეტი, როგორც თბილისის ფარგლებში, ასევე ქალაქგარეთ.
ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი - კონკურსში მონაწილე კომპანიებმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთონ სრული მენიუ ფასებით და შეთავაზება შემდეგ მენიუებზე.
II ეტაპი - შერჩეული კანდიდატების მიერ წარმოდგენილი პროდუქციის დეგუსტაცია;
შესასყიდი პროდუქციის დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
დამატებითი მოთხოვნები
- მომწოდებელმა უნდა შეძლოს შეკვეთის მიღება ოპერატიულად და განხორციელება ხარვეზის გარეშე;
- შემოთვაზებული ფასები უნდა მოიცავდეს ადგილზე მიტანის სერვისს;
- მომწოდებელს უნდა გააჩნდეს ყველა საჭირო ინვენტარი მომსახურების უზრუნველსაყოფად;
- მომწოდებლის მომსახურებაში უნდა შედიოდეს კვალიფიციუ პერსონალი სპეციალური ჩაცმულობით და აღჭურვილობით;
- მომწოდებელი ზედმიწევნით უნდა იცავდეს საკვების მომზადებისა და მომსახურების ყველა დადგენილ ნომასა და ჰიგიენის წესებს;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთნ გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება, 6 თვის ვადით;
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 25 აგვისტოდან 2017 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
- აირჩიოს ტენდერი და პროდუქტი #1-ის გასწვრივ მიუთითოს ყავის და ჩაის შესვენების მენიუს ფასი, ხოლო პროდუქტი #2-ის გასწვრივ ლანჩი სამხარი მენიუს ფასი (ფასი უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- დეტალური შეთავაზება, (სრული მენიუ ფასებით);
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- დეტალური შეთავაზება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას 1 პერსონაზე საზეიმო ღონისძიების მენიუს ნიმუშს (კერძების და ალკოჰოლური სასმელების ჩათვლით). უნდა იყოს მითითებული კერძების შესაბამისი ფასი (ფორმატი - 1,45 ლარი). შეთავაზება ასევე უნდა მოიცავდეს ღონისძიების ამსახველ ფოტოსურათებს და რეკომენდაციას უშუალო დამკვეთებისგან (საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით);
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ: tenders@bog.ge
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 6 სექტემბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=782&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
- 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება