
30 ოქტომბერი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T28329 - ტენდერი უძრავი ქონების შეფასების მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: ტერაბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 16 ოქტომბერი 2025 დრო 17:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 30 ოქტომბერი 2025 დრო 18:00
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს - უძრავი ქონების შეფასების თაობაზე.
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს :
- ანალოგიური საქმიანობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- უძრავი ქონების შეფასება და შეფასების აქტის/დასკვნის მომზადება უნდა განხორციელდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის შემუშავებული, უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქციის თანახმად (გთხოვთ იხ. თანდართული ფაილები : ეროვნული ბანკის განკარგულება ; ინსტრუქცია კომერციული ბანკებისთვის)
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას :
- შევსებული ფასთა ცხრილი (ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით)
- მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული, საკონტაქტო პირების ინფორმაციის მითითებით)
- კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
- შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
- საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ (ბოლო 6 თვის)
სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდებახელშეკრულება 1 წლის ვადით.
აუცილებელი პირობა :
- მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით
- სატენდერო წინადადების მიღება ხდება ელექტრონულად www.tenders.ge-ს პლათფორმის საშუალებით.
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ოქტომბრის 18:00 სთ-მდე ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვისსაჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზებისმოსამზადებლად. პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 30 ოქტომბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
დიანაკოკოლიშვილს, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: diana.kokolishvili@terabank.ge
ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2008). მობ: 599547702
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსულიწინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია .
ტენდერის კატეგორია:
- 70100000 კერძო საკუთრებაში მყოფ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 70300000 უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა მესამე პირებისთვის ანაზღაურების სანაცვლოდ ან ხელშეკრულების საფუძველზე