ჩაბარების ვადა:

27 ოქტომბერი 2025, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T28352 - ტენდერი ელექტრო-ტექნიკური პროექტირების სამუშაოების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 21 ოქტომბერი 2025 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 27 ოქტომბერი 2025 დრო 17:00
  • უფასო მონაწილეობა: კი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 21 ოქტომბერი 2025 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002), აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ელექტრო-ტექნიკური პროექტირების სამუშაოების შესყიდვაზე. 

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

  • ელექტრო-ტექნიკური პროექტირების სამუშაოების შესყიდვა მოცემული ტექნიკური დავალების TOR-ის შესაბამისად.
  • GWP-ის პროექტებისთვის უზრუნველყოფილი იქნას ზუსტი, სრული და ტექნიკურად გამართული ელექტრო პროექტირების დოკუმენტაცია, რომელიც უზრუნველყოფს სისტემების უსაფრთხო, ეფექტურ და საიმედო მუშაობას.
  • კონტრაქტორმა უნდა მოამზადოს სრული ელექტრო პროექტირების დოკუმენტაცია დაკისრებული პროექტებისთვის. მომსახურება მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:
  • პროექტის დეტალური ნახაზები: ცალხაზიანი და მრავალხაზიანი დიაგრამები, ელექტრო კვების და გამანაწილებელი სქემები, კაბელების მარშრუტები, განათების, დამიწების და მართვის სქემები.
  • ტექნიკური დოკუმენტაცია: დატვირთვის გამოთვლები, ელექტრო ბალანსი, ტექნიკური მახასიათებლები, ახსნა-განმარტებითი ბარათი და მოცულობების ცხრილი (BoQ).
  • კოორდინაცია სხვა სპეციალობებთან და ინტეგრაცია ავტომატიზაციის/SCADA სისტემებთან, საჭიროებისამებრ. 
  • ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მოთხოვნებთან შესაბამისობა, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
  • მხარდაჭერა მშენებლობის პერიოდში, მათ შორის საჭიროებისამებრ პროექტის კორექტირება. 

1.3 მოქმედი ნორმები და სტანდარტები

პროექტირება უნდა განხორციელდეს შემდეგის შესაბამისად:

  • საქართველოს ტექნიკური სამშენებლო ნორმები (СТН, СНиП, ГОСТ);
  • შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის რეგულაციები;
  • IEC და EN საერთაშორისო სტანდარტები.

1.4 სამუშაოს შესრულების ფორმა, ადგილი და ვადა

  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს თბილისში და ზედა ზონებში.
  • სამუშაოს შესრულების ვადა - 6 თვე.

1.5 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ 

პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.

კონტრაქტორი შეიძლება იყოს როგორც რეგისტრირებული კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ელექტრო პროექტირებაში, ასევე კვალიფიციური დამოუკიდებელი სპეციალისტი (ინდივიდუალური ინჟინერი/პროექტანტი). კონტრაქტორმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი გამოცდილება სასმელი წყლის, წყალარინების ან სამშენებლო ელექტრო სისტემების პროექტირებაში და ცოდნა ქართული ნორმებისა და უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ. 

1.6 ანგარიშსწორების პირობები 

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. 

გადახდა განხორციელდება თითოეული დასრულებული პროექტის მიხედვით, კატეგორიის შესაბამისად (იხილეთ თანდართულ ფაილში)

კატეგორიების შესაბამისი ანაზღაურების განაკვეთი განისაზღვრება და შეთანხმდება მომსახურების ხელშეკრულებაში GWP-სა და კონტრაქტორს შორის.

1.7 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • მომსახურების შესრულების ღირებულება (1 თვის ანაზრაურება);
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.5 პუნქტის შესაბამისად;
  • კომპანიის შემთხვევაში, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.

ყურადღება: პრეტენდენტის მიერ 1.7 პუნქტში მოცემული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ განიხილება!

წინადადების მიწოდების საბოლოო ვადაა - 2025 წლის 27 ოქტომბერი, 17:00 საათი

წინადადების წარმოდგენის ფორმა: ქართულ ენაზე, ელექტრონული ფორმით (თითო ეგზემპლარი)

შენიშვნა:
1) ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
2) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.10  ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე ელექტრონულ ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების ნიმუშის და სატენდერო პირობების შესაბამისად.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.

1.11 სხვა მოთხოვნა

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • „შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ანშეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  „შემსყიდველი“ მხრიდან. 

პასუხისმგებელი პირი: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნებისთვის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, სათავო ოფისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. N10, თბილისი 0179, საქართველო; საკონტაქტო ელ-ფოსტა: pdpo@gwp.ge. მონაცემთა დამუშავების მიზანი: მესამე მხარის შესახებ ღია-წყაროებზე დაყრდნობით ანალიზის ჩატარება, რათა შეფასდეს მესამე მხარესთან პოტენციური ურთიერთობისას შესაბამისობის რისკები. ლეგიტიმაცია: პროფესიული ან/და კომერციული ურთიერთობა. მიმღებები: თქვენი მონაცემები არ გადაეცემა რომელიმე მესამე მხარეს, გარდა კანონიერი ვალდებულების ან უფლების შემთხვევისა. შენახვა: თქვენი მონაცემები ინახება კომპანიის შეფასებისთვის საჭირო დროის და სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ თქვენი პერსონალური მონაცემები დაიბლოკება კანონმდებლობით დაშვებული ვადით. როგორც კი ხსენებული ვადები ამოიწურება, არსებული ინფორმაცია განადგურდება. უფლებები: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემებზე წვდომის, მონაცემთა გასწორების, განახლების, წაშლის, დამუშავების შეზღუდვის ან აკრძალვის უფლებით, ასევე გააუქმოთ გაცემული თანხმობა წერილობითი მიმართვის მაიდენტიფიცირებელი გრიფით „მონაცემთა დაცვა“ გაგზავნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10, თბილისი 0179, საქართველო, ან ელექტრონული ფოსტის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: pdpo@gwp.ge, რომელშიც უნდა მიუთითოთ ის უფლება, რომელსაც ახორციელებთ და რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს თქვენ მიერ (ფიზიკურად ან ელექტრონულად). თუ ვერ ხერხდება თქვენი ვინაობის დადგენა, შეიძლება ჩვენი მხრიდან დამატებით მოთხოვნილ იქნას ინფორმაცია, მათ შორის, და არა მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობის ასლი. პრეტეზნიის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (www.personaldata.ge).

ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხაზგასმით აღნიშნავს საორიენტაციო ჯამური მოცულობა არის სავარაუდო და მისი მითითება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განიმარტოს როგორც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვალდებულება შეისყიდოს საქონელი/მომსახურება საორიენტაციო ჯამური მოცულობით. საორიენტაციო ჯამური მოცულობა არ წარმოადგენს ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში შესასყიდი საქონლის/მომსახურების ზუსტ მოცულობას, ფაქტობრივად შესყიდული საქონლის/მომსახურების მოცულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს (იყოს მეტი ან ნაკლები) საორიენტაციო ჯამური მოცულობისგან, ასეთ შემთხვევაში: (ა) ტენდერში მონაწილე გარანტიას იძლევა, რომ იგი ამ საფუძვლით არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და აცხადებს უარს ამ საფუძვლით რაიმე სახის ზიანის/ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაზე, (ბ) ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს ტენდერში მონაწილე პირის მიერ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის ან სახელშეკრულებო პირობების ცვლილების მოთხოვნის საფუძველი. ტენდერში მონაწილეობით ტენდერში მონაწილე ეთანხმება ამ პირობებს და მათ მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 27 ოქტომბერი, 17:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტექნიკური დირექტორის მოადგილე პროექტირებისა და ზედამხედველობის მიმართულებით - ბექა ნარიმანიძე, მობ: +995 598 45 66 00, E-mail: bnarimanidze@gwp.ge

საკონტაქტო პირი: მარიამ სილაგაძე
მის: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: msilagadze@gwp.ge
ტელ.: +995 32 2 93 11 11 (1147); 599 72 30 03

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145);

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
შეკითხვები