4 ნოემბერი 2025, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T28386 - ტენდერი ტაქსის მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: შპს დიპლომატ ჯორჯია
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 22 ოქტომბერი 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 4 ნოემბერი 2025 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დიპლომატ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს: ტაქსის მომსახურების შესახებ.
"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმკლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. „დიპლომატი“ შპს დიპლომატ ჯორჯიას სახელით საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვანსადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების P&G-ის და Nestle-სსამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
აღნიშნული ტენდერი ცხადდება 2025 – 2026 წლისათვის და გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი ძალაში შევა 2025 წლის 15 ნოემბრიდან, მინიმუმ 1 წლის ვადით.
ინფორმაცია მომსახურებაზე:
- მომსახურების პერიოდი: სამუშაო კვირა, 07:00/AM - 04:00/AM
- ერთდროულად რამოდენიმე მანქანის მობილიზება ღამის საათებში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ორხევი, ჩანტლაძის ქუჩა 1 შესახვევი # 10
- გამოძახების მიახლოებითი რაოდენობა თვეში: 100-600;
- მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. თბილისი, ქ.რუსთავი, ქ.მცხეთა;
- თითოეულ მანქანაში მგზავრთა რაოდენობა დასაშვები უნდა იყოს 3 ან 4
- მომსახურების გაწევის მთავარი ადგილი: თბილისი, ორხევი, ჩანტლაძის ქუჩა 1 შესახვევი # 10
კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- რეპორტის წარმოება და დროული მიწოდება (იხ.რეპორტის ფორმა დანართი 2)
- უზრუნველყოს ქოლ-ცენტრის/ცხელი ხაზის გამართული მუშაობა;
- დაუყოვნებლივ მოახდინოს მგზავრის გაფრთხილება შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში;
- ავტომობილები უნდა იყოს გამართულ ტექნიკურ და სანიტარულ მდგომარეობაში;
მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია:
- კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
- კომერციული წინადადება (სრულყოფილად შევსებული განფასების ფაილები ფორმატის ცვლილებებისგარეშე) რომელიც უნდა მოიცავდეს : მომსახურების ღირებულებას, გადახდის პირობას და სხვა შემოთავაზებულ დეტალებს (დანართი 1).
- ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდამოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულგადასახადებს (მათ შორის დღგ).
- ბოლო 2 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელიდოკუმენტაცია.
- წინადადების წარდგენისათვის საჭირო ყველა პირობა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილებში.
- ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებ გვერდზე.
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
სატენდერო პროცედურები და ვადები:
- სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიცსრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას.
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
- ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც განიხილავთ სატენდერო მოთხოვნების შევსებისას, გთხოვთ წარმოადგინოთ დამატებითი ტოკუმენტის სახით.
- ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „დიპლომატ ჯორჯიას“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
- შპს „დიპლომატ ჯორჯია“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოსკონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 4 ნოემბერი, 17:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების კოორდინატორი
საკონტაქტო პირი: თამარ კაკაშვილი
ელ. ფოსტა: t.kakashvili@diplomat.ge
ტელ: +995 599465328
შესყიდვების სუპერვაიზერი:
საკონტაქტო პირი: ნინო ბეროზაშვილი
ელ. ფოსტა: n.berozashvili@diplomat.ge
ტელ: +995 598 27 44 2
შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
ტენდერის კატეგორია:
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები