7 ნოემბერი 2025, 16:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T28410 - ფასთა გამოკითხვა საქართველოს ბანკის ოფისებში კორპორატიული კაფეტერიის ოპერირების მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 25 ოქტომბერი 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 7 ნოემბერი 2025 დრო 16:00
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
საქართველოს ბანკი აცხადებს ფასთა გამოკითხვას საქართველოს ბანკის ოფისებში კორპორატიული კაფეტერიის ოპერირების მომსახურებაზე.
კვლევაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია და მათი რეკომენდაციები, დასაქმებულთა რაოდენობა და კვალიფიკაცია);
- მენიუ და მენიუს შესაბამისი ფინანსური წინადადება - ფინანსური წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს მოწოდებულ მენიუში საკვებისა და კერძების ღირებულებებით, რომელიც უნდა მოიცავდეს მომსახურების პირობებში გათვალისწინებულ ყველა მომსახურების შესრულებას;
- წარმოადგინოს კვებითი უსაფრთხოების მინიმუმ ერთი საერთაშორისო სერტიფიკატი (მაგალითად: ISO 22000, HACCP და სხვა).
1. ზოგადი ინფორმაცია / მომსახურების ჩამონათვალი:
კომპანია სს საქართველოს ბანკი ატარებს ფასთა მოკვლევას კვებითი მომსახურების პროვაიდერის შერჩევაზე, რომლის მიზანია კომპანიის შიდა სივრცეში (კონკრეტულად, 3-5 სხვადასხვა ოფისში) სარესტორნე/ბუფეტური მომსახურების უზრუნველყოფა.
კომპანია (შემდგომში „კონტრაქტორი“) ვალდებული იქნება უზრუნველყოს ყოველდღიური კვებითი მომსახურება ბუფეტური სისტემით, მხოლოდ კომპანიის თანამშრომლებისთვის. მომსახურება უნდა ითვალისწინებდეს ხარისხიანი საკვების მიწოდებას, რიგების ეფექტურ მართვასა და ჰიგიენური ნორმების დაცვას.
თანამშრომლობა აუცილებელია ისეთი პროვაიდერთან, რომელსაც გააჩნია კვებითი მომსახურების სფეროში სერტიფიცირებული გამოცდილება, რეკომენდაციები და გამართული ოპერაციული სისტემა.
მომსახურების ჩამონათვალი მოიცავს:
- სრული სამუშაო დღის განმავლობაში უწყვეტად საკვებისა და კერძების მომზადებას;
- დაბალანსებულ მენიუს (ცილები/ცხიმები/ნახშირწყლები);
- მენიუში სხვადასხვა საჭიროებების გათვალისწინებას (ვეგეტარიანული, ლაქტოზურ-გლუტენური ალტერნატივები, მარხვის დღეები და ა.შ.);
- რიგების მართვის ეფექტურ მექანიზმებს (POS სისტემა, ტერმინალი ან სხვა საშუალება);
- მომსახურებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესაბამისობას კანონმდებლობასთან, საქართველოში მოქმედ სტანდარტებთან, ნორმატივებთან და HACCP-ის სისტემასთან, კერძოდ HACCP-CAC/RCP 1-1969/ISO 9001:2015 / ISO22000
- ოპერირებად ტერიტორიაზე მწერებისა და მღრღნელების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას;
- ოპერირებად ტერიტორიაზე დასუფთავების უზრუნველყოფას;
- მომსახურე პერსონალის მაღალი სტანდარტების დაცვას; პერსონალის შერჩევისა და კონტროლის უზრუნველყოფას (უნიფორმა, ჰიგიენა, სერვისის კულტურა).
- ოპერაციული ჯგუფის გამართულობას და ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მომსახურების გაწევის უზრუნველყოფას;
- ლოჯისტიკურად და დისტრიბუციულად გამართული სისტემის უზრუნველყოფას;
2. დამატებითი ინფორმაცია
კაფეტერიები აღჭურვილია ძირითადი ტექნიკა/დანადგარებითა და ავეჯი/ინვენტარით.
საქართველოს ბანკის ოფისები მდებარეობას შემდეგ მისამართებზე, სადაც არის კაფეტერიებით მომსახურების საჭიროება :
1. ოფისი : თბილისი, ჟ.შარტავას ქ.42 – 200-250 დასაქმებული თანამშრომლით; (ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30)
2. ოფისი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ.76ბ 250-300 დასაქმებული თანამშრომლით; (ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30)
3. ოფისი : თბილისი, ლ.მაჭავარიანის ქ.1 – 500-550 დასაქმებული თანამშრომლით; (ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30)
4. ოფისი : თბილისი, გაზაფხულის ქ.18 - 450-500 დასაქმებული თანამშრომლით; (ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30)
5. ოფისი : თბილისი, სააკაძის მოედანი - 350-400 დასაქმებული თანამშრომლით; (ორშაბათი-პარასკევი 11:00-20:00)
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 7 ნოემბერი,16:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
ხატია ითიურიძე
ტელ: 599-39-00-44
ტენდერის კატეგორია:
- 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
- 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება