ჩაბარების ვადა:
21 სექტემბერი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2844 - აუქციონი მეორადი არალიკვიდური და მწყობრიდან გამოსული საწარმოო დანადგარების და სათადარიგო ნაწილების, აგრეთვე მობილური ტექნიკის გაყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი“ აცხადებს აუქციონს მეორადი არალიკვიდური და მწყობრიდან გამოსული საწარმოო დანადგარების და სათადარიგო ნაწილების, აგრეთვე მობილური ტექნიკის გაყიდვაზე. ქართული ცემენტის ქარხანის ტერიტორიიდან. მისამართი: ქალაქი რუსთავი, მშენებელთა 70 ა.
აუქციონის ჩატარების რეგლამენტი.
- აუქციონი გახსნილად ითვლება ამ განცხადების გამოქვეყნების დღიდან.
- აუქციონი გრძელდება 15 სამუშაო დღის განმავლობაში.
- აუქციონის დასრულების შემდეგ განაცხადები აღარ მიიღება.
- აუქციონში მონაწილეობის მსურველი კომპანია, ინდმეწარმე, ან ფიზიკური პირი (შემდეგ ტექსტში „მყიდველი“), ქვემოთ მოცემული ჩამონათვალის საფუძველზე, აგრეთვე ადგილზე დათვარიელების შემდეგ ირჩევს შესაძენ ნომეკლატურას.
- მყიდველი თანდართული ქონების სიაში მონიშნავს მისთვის სასურველ ნომერკლატურას და თვითონვე განსაზღვრავს შესყიდვის ფასს თითოეულ პოზიციაზე, ასევე განაცხადში მიუთითებს ჯამურ ღირებულებას, ანუ შესყიდვის მოცულობას.
- მყიდველი განაცხადს ათავსებს დახურულ კონვერტში, ლუქავს და წარადგენს შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის“ სათაო ოფისში, კანცელარიაში. მისამართზე ალ.ყაზბეგის 21.
- მყიდველმა დახურული კონვერტით უნდა წარმოადგინოს აგრეთვე საკუთარი კომპანიის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადობის მოწმობის ასლი. აგრეთვე უნდა წარმოადგინონ იურიდიული და ფაქტიური მისამართები, საკონტაქტო ტელეფონის ნომრები. - განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა გამომცხადებითან მეთხუტმეტე სამუშაო დღე.
- 7 აუქციონის შედეგების შესახებ, ეცნობებათ მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს. რის შედეგაც მოწვეული იქნებიან შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის“ სათაო ოფისში, ხელშეკრულების გასაფორმებლად.
აუქციონის საგანი
- არალიკვიდური სათადარიგო ნაწილები და დანადგარები. (იხ.თანდართული ფაილი)
- მობილური საწარმოო ტექნიკა და სატრანსპორტო საშვალებები (იხ.თანდართული ფაილი: ტექნიკური მონაცემები და ფოტომასალა)
დამატებითი ინფრომაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ტექნიკური კონსულტაციისა და ადგილზე დათვარიელების შესახებ: 595 318 079
საორგანიზაციო საკითეხების შესახებ: 598 687 318
ტენდერის კატეგორია:
- 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის
- 43200000 მიწის სათხრელი და სახაპავი მანქანები და მათი (მათთან დაკავშირებული) ნაწილები
- 43300000 სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები
- 43600000 სამთო მრეწველობის, კარიერული დამუშავებისა და სამშენებლო მანქანების ნაწილები
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
- 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები
- 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
- 39700000 საოჯახო ტექნიკა
- 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის
- 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები
- 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
- 44200000 სტრუქტურული მასალები
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
- 44500000 ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჭაჯვები და ზამბარები/რესორები