4 ნოემბერი 2025, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T28464 - ტენდერი კანალიზაციის მიწისქვეშა ჰერმეტული ტუმბო სადგურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL, USD, EUR
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 30 ოქტომბერი 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 4 ნოემბერი 2025 დრო 15:00
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002), აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ჩასაძირი ცენტრიდანული ტიპის ფეკალური ტუმბო სადგურების შესყიდვაზე.
1.2 შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
30 კომპლექტი კანალიზაციის მიწისქვეშა ჰერმეტული ტუმბო
განსაკუთრებული მოთხოვნა:
კანალიზაციის მიწისქვეშა ჰერმეტული ტუმბო სადგურების სრული კომპლექტი უნდა შეიცავდეს შემდეგ აგრეგატებს:
- 2 ერთეული კანალიზაციის მიწისქვეშა ჰერმეტული ტუმბო შემდეგი მახასიათებლებით: წარმადობა არანაკლებ Q=10 მ3/სთ-ში; აწევის სიმაღლე არანაკლებ H=7m; სიმძლავრე - არანაკლებ 220 ვოლტი; ძრავის დაცვის კლასი IP68; კაბელის მინიმალური სიგრძე - 10მ; ტუმბოს კორპუსი - უჟანგავი ლითონი ან კოროზიის მიმართ მედეგი საღებავით დამუშავებული; მუშა თვალი (იმპელერი) - უჟანგავი ლითონი
- 1 ერთეული რეზერვუარი გადასაქაჩი სითხისათვის: მინიმალური მოცულობა 280 ლტ;
- 1 ერთეული დაცვისა და მართვის ფარი
ასევე ტუმბო სადგურის კომპლექტაციაში უნდა შედიოდეს ზემოთმოცემული მახასიათებლების მქონე სატუმბო სადგურის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ნაწილები: ურდულები, უკუსარქველები, ტივტივები, სუნის გასანეიტრალებელი ნახშირის ფილტრები და ა.შ.
შენიშვნა: უპირატესობა მიენიჭება ტუმბოებს, რომლებსაც უკუსარქველები და ურდულები ავზში ექნება განთავსებული.
1.3 განფასება
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.
1.4 საქონლის მიწოდების დრო და ადგილი
მიწოდების დრო: გთხოვთ მიუთითეთ ექსელის ფორმატში
მიწოდების ადგილი: თბილისი, წყალსადენის ქ. N7
1.5 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
საგარანტიო ვალდებულება: მხარეების მიერ მიწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან მინიმუმ 24 (ოცდაოთხი) თვე
1.6 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური პროდუქციის იმპორტის გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).
მწარმოებელ კომპანიას უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტის წარმოების მინიმუმ 10 წლიანი უწყვეტი გამოცდილება და სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატები.
1.7 ანგარიშსწორების პირობები
ანგარიშსწორება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
1.8 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები
- ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად) განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს საქონელზე მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტაცია/სერტიფიკატები: ტექნიკური პასპორტი, მოხმარების სახელმძღვანელო, წარმოშობის სერტიფიკატი და სხვ.
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
- წინამდებარე დოკუმენტი ხელმოწერილი და დასკანერებული ან ელ ხელმოწერით დადასტურებული თუ პრეტენდენტი ეთანხმება ყველა პირობას
1.9 ხელშეკრულების გაფორმება
წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
1.10 სხვა მოთხოვნა
- წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში;
- ლიკვიდაციის პროცესში;
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. - ფასების წარმოდგენა დასაშვებია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი), ევროში ან ამერიკულ დოლარში. ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) უფლებას იტოვებს თვითონგანსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე. შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ203826002)) არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ელექტრონულ ფოსტაზე: kchkheidze@gwp.ge
შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) მხრიდან.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 4 ნოემბერი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი/ დოლარი / ევრო
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ტენდერში მონაწილეობა უფასოა
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ქეთევან ჩხეიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: kchkheidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1114); 595 25 74 58
ტენდერის კატეგორია:
- 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
მოგესალმებით, გთხოვთ, შეგვატყობინოთ ავზებისთვის საჭირო მასალა და კედლის სისქე. იმ შემთხვევაში, თუ ხდება არსებული სადგურების ჩანაცვლება, გთხოვთ, ასევე მიუთითოთ თქვენთვის მისაღები ავზების გაბარიტული ზომები.