ჩაბარების ვადა:

14 ნოემბერი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T28495 - ტენდერი ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design Build-ის მეთოდით თბილისის საზღვრებში GWP-ის საკუთრებაში არსებულ სატუმბო სადგურებში აღმოჩენილი შეუსაბამობების გამოსწორებაზე დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოებზე

  • გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 10 ნოემბერი 2025 დრო 18:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 14 ნოემბერი 2025 დრო 18:00
  • უფასო მონაწილეობა: კი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 10 ნოემბერი 2025 დრო: 18:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002), აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design Build-ის მეთოდით ქ. თბილისის საზღვრებში GWP-ის საკუთრებაში არსებულ სატუმბო სადგურებში აღმოჩენილი შეუსაბამობების გამოსწორებაზე დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საჭირო ნებართვის მოპოვება შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან (საჭიროების შემტხვევაში).
  • ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა მის მიერ მომზადებულ პროექტებზე და ხარჯთაღრიცხვებზე, საექსპერტო დასკვნა გაცემული უნდა იყოს აკრედიტირებული ორგანოს მიერ, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

Design Build-ის მეთოდით ქ. თბილისის საზღვრებში GWP-ის საკუთრებაში არსებულ სატუმბო სადგურებში აღმოჩენილი შეუსაბამობების გამოსწორებაზე დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულება უნდა მოხდეს 6 ლოკაციაზე:

  • ვაზისუბანში სატუმბო სადგური
  • ლილო -1 სატუმბო სადგური
  • ლილო -2 სატუმბო სადგური
  • მარნეული, სოფელი მუღანლო, ხრამი I - აწევის სატუმბო სადგური
  • მარნეული, სოფელი მუღანლო, ხრამი II - აწევის სატუმბო სადგური
  • ბახტრიონის სატუმბო სადგური

Design Build-ის მეთოდი გულისხმობს შემდეგ ღონისძიებებს:

  • ადგილის მოკვლევა.
  • გეოლოგია (საჭიროების შემთხვევაში)
  • კონსტრუქცია.
  • მუშა პროექტის მომზადება (რომელიც უნდა შეთანხმებდეს GWP-სთან)
  • ხარჯთაღრიცხვის მომზადება (კრებსითი და რესურსული)
  • პროექტში უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინება.
  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საჭირო ნებართვის მოპოვება შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან.
  • საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა მის მიერ მომზადებულ პროექტზე და მის შესაბამის განფასებაზე.

აუცილებელ პირობას წარმოადგენს ადგილების ნახვა/დათვალიერება!

1.3 საპროექტო სამუშაოები:

მიმწოდებელი ვალდებულია დაათვალიეროს მოცემული ობიექტები და არსებულ მდგომარეობაზე დაყრდნობით და მის მიერ შესრულებული დამატებითი კვლევების საფუძველზე მოამზადოს დეტალური სამშენებლო პროექტი.

დეტალური პროექტის დამუშავება გულისხმობს სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვების (რესურსული, კრებსითი), რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება სამშენებლო სამუშაოების განხორციელება.

1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა:

სამუშოების შესრულების ვადაა - 3 თვე, რომელიც მოიცავს: 

  • საძიებო კვლევითი სამუშაობის განხორციელება და პროექტის კონცეფციის ჩამოყალიბება - 2 კვირა;
  • დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა - 2 კვირა;
  • სამშენებლო სამუშოაების წარმოება - 2 თვე. 

შენიშვნა: ზემოთ განსაზღვრული ვად(ებ)ა არის საორიენტაციო, რომელიც დაზუსტდება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე 

1.5 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

1.6 ანგარიშსწორების პირობები: 

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.7 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.5 პუნქტის შესაბამისად;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.

ყურადღება: პრეტენდენტის მიერ 1.7 პუნქტში მოცემული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ განიხილება!

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.8 ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე ელექტრონულ ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების ნიმუშის და სატენდერო პირობების შესაბამისად.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან. 

1.9  სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    · გაკოტრების პროცესში;
    · ლიკვიდაციის პროცესში;
    · საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • „შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოსტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით. 

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  „შემსყიდველი“ მხრიდან.

პასუხისმგებელი პირი: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნებისთვის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, სათავო ოფისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. N10, თბილისი 0179, საქართველო; საკონტაქტო ელ-ფოსტა: pdpo@gwp.ge. მონაცემთა დამუშავების მიზანი: მესამე მხარის შესახებ ღია-წყაროებზე დაყრდნობით ანალიზის ჩატარება, რათა შეფასდეს მესამე მხარესთან პოტენციური ურთიერთობისას შესაბამისობის რისკები. ლეგიტიმაცია: პროფესიული ან/და კომერციული ურთიერთობა. მიმღებები: თქვენი მონაცემები არ გადაეცემა რომელიმე მესამე მხარეს, გარდა კანონიერი ვალდებულების ან უფლების შემთხვევისა. შენახვა: თქვენი მონაცემები ინახება კომპანიის შეფასებისთვის საჭირო დროის და სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ თქვენი პერსონალური მონაცემები დაიბლოკება კანონმდებლობით დაშვებული ვადით. როგორც კი ხსენებული ვადები ამოიწურება, არსებული ინფორმაცია განადგურდება. უფლებები: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემებზე წვდომის, მონაცემთა გასწორების, განახლების, წაშლის, დამუშავების შეზღუდვის ან აკრძალვის უფლებით, ასევე გააუქმოთ გაცემული თანხმობა წერილობითი მიმართვის მაიდენტიფიცირებელი გრიფით „მონაცემთა დაცვა“ გაგზავნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10, თბილისი 0179, საქართველო, ან ელექტრონული ფოსტის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: pdpo@gwp.ge, რომელშიც უნდა მიუთითოთ ის უფლება, რომელსაც ახორციელებთ და რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს თქვენ მიერ (ფიზიკურად ან ელექტრონულად). თუ ვერ ხერხდება თქვენი ვინაობის დადგენა, შეიძლება ჩვენი მხრიდან დამატებით მოთხოვნილ იქნას ინფორმაცია, მათ შორის, და არა მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობის ასლი. პრეტეზნიის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (www.personaldata.ge)

ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხაზგასმით აღნიშნავს საორიენტაციო ჯამური მოცულობა არის სავარაუდო და მისი მითითება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განიმარტოს როგორც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვალდებულება შეისყიდოს საქონელი/მომსახურება საორიენტაციო ჯამური მოცულობით. საორიენტაციო ჯამური მოცულობა არ წარმოადგენს ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში შესასყიდი საქონლის/მომსახურების ზუსტ მოცულობას, ფაქტობრივად შესყიდული საქონლის/მომსახურების მოცულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს (იყოს მეტი ან ნაკლები) საორიენტაციო ჯამური მოცულობისგან, ასეთ შემთხვევაში: (ა) ტენდერში მონაწილე გარანტიას იძლევა, რომ იგი ამ საფუძვლით არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და აცხადებს უარს ამ საფუძვლით რაიმე სახის ზიანის/ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაზე, (ბ) ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს ტენდერში მონაწილე პირის მიერ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის ან სახელშეკრულებო პირობების ცვლილების მოთხოვნის საფუძველი. ტენდერში მონაწილეობით ტენდერში მონაწილე ეთანხმება ამ პირობებს და მათ მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.

გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ რომ პრეტენდენტი კომპანია უნდა იყოს იგივე შპს, რომლის მიერ ხდება წინადადების ატვირთვა.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 14 ნოემბერი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში 

საკონტაქტო ინფორმაცია:
რეაბილიტაციის ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი:
გიორგი ვეშაპიძე, მობ: +995 595 33 93 30, E-mail: gveshapidze@gwp.ge 

საკონტაქტო პირი: მარიამ სილაგაძე
მის: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: msilagadze@gwp.ge
ტელ.: +995 32 2 93 11 11 (1147); 599 72 30 03 

საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111; 595 22 66 94

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
შეკითხვები