 
    10 ნოემბერი 2025, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T28498 - ტენდერი  IBM და Lenovo-ს მოწყობილობებისათვის 1 წლიანი მხარდაჭერის გაგრძელებაზე
            
        
        - გამომცხადებელი: შპს კურორტი საირმე
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: USD
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 1 ნოემბერი 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 10 ნოემბერი 2025 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „კურორტი საირმე“ (ს/კ 225058576) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს IBM და Lenovo-ს მოწყობილობებისათვის 1 წლიანი მხარდაჭერის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
განსაკუთრებული მოთხოვნები:
წინადადება უნდა იყოს შემუშავებული დანართი N1-ის შესაბამისად;
აღნიშნული ტენდერი ცხადდება 2 ლოტად, მონაწილეებს ეძლევათ უფლება გააკეთონ შეოთავაზება, როგორც სრულ ასორტიმენტზე, ორივე ლოტზე, ასევე ცალ-ცალკე, კონკრეტულ ლოტებზე.
1. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
- შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები წარმოდგენილია დანართი N1-ის სახით;
- გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს მხარდაჭერის უზრუნველყოფა ფასთა ცხრილის გათვალისწინებით;
- აუცილებელია პრეტენდენტმა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (ე.წ. MAF – Manufacturer Authorization Form) წერილში მითითებული უნდა იყოს ხელმომწერი პირის საკონტაქტო ინფორმაცია (email და ტელეფონის ნომერი).
შენიშვნა: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები, რომლის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.
2. განფასების მოთხოვნის პირობები
- ფასების მიწოდება ხდება დანართი №1-ის მიხედვით (დოკუმენტი ატვირთეთ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);
- წინადადებაში მითითებული ფასი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში მოცემული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
3. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: ბაღდათის რაიონი, კურორტი საირმე, ტექნიკური მეილი: it@tegetamotors.ge
4. ანგარიშსწორების პირობა
ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით;
5. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ პორტალზე ასატვირთი დოკუმენტაცია
- ფასების ცხრილი (დანართი N1) განსაკუთრებული მოთხოვნების (პუნქტი 1.1) გათვალისწინებით. ფასი მოცემული უნდა იყოს ყველა გადასახადის ჩათვლით, სკანირებული და ხელმოწერილი ვერსია;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა;
- დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადები და პირობები;
- კომპანიის გამოცდილება/პროფაილი;
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
- სარეკომენდაციო წერილები (სასურველია);
- მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF) მომწოდებლის და შემსყიდველის მითითებით.
6. დამატებითი ინფორმაცია
- წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 
 - გაკოტრების პროცესში;
 - ლიკვიდაციის პროცესში;
 - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში.
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
- შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
- შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში.
- გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება გაფორმება.
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 10 ნოემბერი, 15:00 საათი.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 10 ნოემბერი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: USD
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტენდერის მსვლელეობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭიროინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფლი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად. შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ ელექტრონულპორტალზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებულიპირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას. სხვა საკითხებზე მოგვწერეთ შემდეგელექტრონულ მისამართზე:ProcurementTenders@sairmeresort.ge
ტენდერის კატეგორია:
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
