ჩაბარების ვადა:

24 ნოემბერი 2025, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T28586 - ტენდერი 3 200 000 კგ თხევადი ნახშირორჟანგის (CO2) შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ლომისი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 24 ნოემბერი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:

ა) ნომრით #-EF-GE/806
ბ) დანიშნულება: 3 200 000 კგ თხევადი ნახშირორჟანგის (CO2) შესყიდვა              

თხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოცემული რაოდენობები არის მიახლობითი და ლომისი არ იღებს ვალდებულებას სრულად შესყიდვაზე.   

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ: ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;

დაინტერესებულმა პირებმა მეილზე უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა.
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
  • პროდუქტის ხელმოწერილი სპეციფიკაცია.

ტენდერის პირობები:

  • ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
  • მოთხოვნილი საქონელი მოწოდებულ უნდა იქნას 2026 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემკვეთის მოთხოვნისამებრ ოფიციალური შეკვეთის მიღებიდან.
  • გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 60 სამუშაო დღის შემდგომ.

გთხოვთ, გადმოგზავნილ დოკუმენტაციაში აუცილებლად მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი.

სატენდერო წინადადება აუცილებლად უნდა გადმოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართებზე:

 tenders@ge.anadoluefes.com

Megi.maisuradze@ge.anadoluefes.com

შემოთავაზების მიღება მთავრდება:  24.11.2025 18:00 

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ  მიმართოთ:

მეგი მაისურაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში

tenders@ge.anadoluefes.com
megi.maisuradze@ge.anadoluefes.com

ტენდერის კატეგორია:

  • 24100000 აირები
შეკითხვები