18 სექტემბერი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2865 - ტენდერი თანამშრომლებისა და შვილობილი კომპანიების თანამშრომლების ჯანმრთელობის სრულ დაზღვევაზე თბილისსა და რეგიონებში
ტენდერის აღწერილობა:
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო.
ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 15 საშუალო ზომის ჰიდრიელექტროსადგურს.
კომპანიის დისტრიბუციის არეალი მოიცავს დედაქალაქის გარდა საქართველოს მთლიან ტერიტორიას. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს მილიონზე მეტ აბონენტს, კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 6000-მდე თანამშრომელს შეადგენს. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ (ასევე მისი შვილობილი კომპანიები) აცხადებს ტენდერს 5000 – 5500 თანამშრომლის ჯანმრთელობის სრულ დაზღვევაზე თბილისსა და რეგიონებში.
გასაწევი მომსახურების ვადა: 01/01/2018- 31/12/2018 (განიხილება 1+1 წლიანი მომსახურების ვადაც).
სადაზღვევო პოლისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
აუცილებელი პირობები რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სადაზღვევო კომპანია:
- სადაზღვევო კომპანიამ უნდა გამოყოს ოჯახის ექიმი, რომლის კაბინეტიც განთავსდება კომპანიის სათაო ოფისში (თბილისი) ყოველდღიური სამუშაო გრაფიკით და რეგიონალურ ოფისებში (თელავი, ხაშური, ქუთაისი, ბათუმი) წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით;
- სადაზღვევო კომპანიის მომსახურების არეალი უნდა ფარავდეს საქართველოს ყველა რეგიონს - საქართველოს ყველა ქალაქში უნდა ჰყავდეს პროვაიდერი კლინიკები და ოჯახის ექიმი;
- ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული და საყოველთაო დაზღვევით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურებების ხარჯების ანაზღაურება არ უნდა იქნას ჩართული გამონაკლისების სიაში (დაზღვეულები არ უნდა გადამისამართდნენ საყოველთაო დაზღვევაში);
- ორმაგი დაზღვევის, მათ შორის საყოველთაო დაზღვევის და ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურებების შემთხვევაში ანაზღაურების პროცესი არ უნდა შეეხოს დაზღვეულს (საკითხი უნდა გადაწყდეს სადაზღვევო კომპანიებს შორის);
- დაზღვეულებს უნდა ჰქონდეთ უფლება მიმართონ ნებისმიერ ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას, აფთიაქს;
- სადაზღვევო პაკეტის ზედა პოლისების გამოყენების უფლება უნდა ჰქონდეს ყველა თანამშრომელს სტრუქტურისა და იერარქიის მიუხედავად.
- სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მოქნილი (სასურველია ელექტრონული) სისტემა;
- კლინიკაში ჩაწერისა და ელექტრონული მიმართვის მოქმედი სისტემა.
- თანდართულ ფაილში გთხოვთ იხილოთ კომპანიის მიერ განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები და პირობები.
შემოსული სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- ფასთა ნუსხა თანდართულ დოკუმენტში მოცემული პოლისების მიხედვით;
- შემოთავაზებული მომსახურეობის დეტალური ჩამონათვალი;
- ანგარიშსწორების პირობები;
- თქვენი კომპანიის პროვაიდერების სია, აფთიაქებისა და კლინიკების ჩამონათვალი;
- ადმინისტრირების წესი (სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა);
- კონტრაქტის დრაფტ ვერსია;
- გამონაკლისების დეტალური სია - რა არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
სატენდერო მასალები გთხოვთ წარმოადგინოთ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სათაო ოფისში, ქ. თბილისი ზ. ანჯაფარიძის N19. ასევე გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფორმატში შემდეგ მისამართზე: tender@energo-pro.ge
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2017 წლის 18 სექტემბერი.
ტენდერის შინაარსის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვმართოთ:
ს.ს. "ენერგო–პრო ჯორჯია", საქართველო
სათაო ოფისი, ზურაბ ანჯაფარიძის N 19
ტელ.: (+99577) 35 00 46
ელ.ფოსტა: tender@energo-pro.ge
ტენდერის კატეგორია:
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
- 66700000 გადაზღვევის მომსახურებები