29 სექტემბერი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2869 - ტენდერი მაღლივი კორპუსის ბლოკით შენებასა და ლესვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „რეზორტ დეველოპმენტ სოლუშენ“ აცხადებს ტენდერს მაღლივი (19 სართული) კორპუსის ბლოკით შენებასა და ლესვაზე (ბლოკის მიწოდება მოხდება დამკვეთის მიერ).
სამუშაოს აღწერილობა:
შენობის გარე და ბინების გამყოფი კედლების მოწყობა 20*20*40 სმ ზომის სამშენებლო პემზა ბლოკებით. ბინებში შიგა ტიხრების მოწყობა 10*20*40 სმ ზომის სამშენებლო პემზა ბლოკებით. ყოველი სამი რიგის შემდეგ არმირების მოწყობა D8მმ არმატურით. დერეფნის გამყოფ კედლებში წყვეტისას, საკანალიზაციო შახტების ადგილას, ბლოკების ჩასმა ვერტიკალურად მოწყობილ 30*30*3 მმ ზომის ლითონის კუთხოვანაში. კუთხოვანები ერთმანეთში შეკრულია ლითონის ზოლოვანით 30*3მმ. ლესვითი სამუშაოები შენობაში ტარდება მხოლოდ სანკვანძების შიგა მხრიდან. ფასადის ლესვა ხდება აივნის შუბლებისა და აივნის ჭერების გარეშე.
სამშენებლო ობიექტის მდებარეობაა დაბა ჩაქვი.
კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:
- შესასრულებელი სამუშაოს გეგმა-გრაფიკი
- შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებაში კომპანიებმა უნდა შეიყვანოს სამუშაოს ღირებულება (გადასახადების ჩათვლით) ბლოკის გარეშე. საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება შესრულებული სამუშაოს მოცულობისა და მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით.
სამუშაოს მოცულობა და ნახაზები იხილეთ თანდართულ ფაილში
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ მისამართზე ltd.rds@gmail.com
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 29 სექტემბერი.
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები