28 ნოემბერი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T28701 - ტენდერი შიდა აბრების დამზადებისა და თანმდევი მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 19 ნოემბერი 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 28 ნოემბერი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს შიდა აბრების დამზადებისა და თანმდევი მომსახურების შესყიდვის შესახებ.
სატენდერო მოთხოვნები:
- მიწოდების ვადა: 10 კალენდარული დღე თბილისის მასშტაბით, რეგიონის მასშტაბით 20 კალენდარული დღე; (შესაძლოა რამდენიმე ობიექტის დაკვეთა მოხდეს ერთდროულად)
- მიწოდების მისამართი - ბანკის მოთხოვნის მიხედვით
- ვალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში გადასახადების ჩათვლით;
- გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: შესაბამის სფეროში მოღვაწეობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება,
- ტენდერი ჩატარდება 2 ეტაპად:
- ეტაპი 1 - დაინტერესებული კომპანიების მიერ ბანკისთვის ნიმუშების წარდგენა, შერჩევა, შეფასება, კორექტირება.
- ეტაპი 2 - რევერსული აუქციონი პირველ ეტაპზე შერჩეულ კომპანიებს შორის. - შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან.
- ტენდერში მოცემული რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნიდან გამომდინარე
- შემოთავაზებული ფასი უნდა შენარჩუნდეს 1 წლის განმავლობაში
- საგარანტიო ვადა - 1 წელი
- საგარანტიო პერიოდში კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი თანმდევი მომსახურების უსასყიდლოდ მოწოდება ბანკისთვის:
| მომსახურების დასახელება | განზომილება | ღირებულება | რეაგირების დრო |
| განათებული წარწერების შიგნიდან წმენდა | 1 აბრა | უფასო |
შეტყობინებიდან |
| ელ-დროსელის გამოცვლა | 1ცალი | ||
| დაზიანებული/დეფორმირებული ალუმინის კომპოზიტური პანელის აღდგენა/გამოცვლა | 1 ცალი | ||
| მეტალის კარკასის აღდგენა/გამოცვლა | 1 მ2 | ||
| ნარინჯისფერი/ხის ფაქტურის/თეთრი ზედაპირის გამოცვლა/აღდგენა/შეღებვა | 1 მ2 | ||
| ნაწილობრივი/მთლიანი დემონტაჟი | 1 მ2 |
წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომერციული წინადადება (დანართი N1);
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2)
- ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული სულ მცირე 3 მსგავსი კონტრაქტის და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ასლი; შესაძლებელია წარმოდენილ იქნეს სახელმწიფო შესყიდვების პორტალის შესაბამისისი NAT, SPA ან CMR ნომრები
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
- სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს შემოთავაზებული მოდელის დეტალური სპეციფიკაციები.
- ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ნიმუში ან/და ნიმუშები; მოთხოვნიდან 5 დღის განმავლობაში
- ნიმუშების წარდგენა უნდა მოხდეს მონაწილის ხარჯებით.
- პრეტენდენტის შერჩევა მოხდება კომერციული წინადადების და პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლის მიხედვით.
- ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე;
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან მომსახურების გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება). ამასთან ურთიერთთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12(თორმეტი) თვეს;
- დანართ N1-ში ტენდერის მონაწილემ უნდა დააფიქსიროს ტრანსპორტირებისა და მივლინების ხარჯი 1 კმ-ზე, თბილისიდან 30 კმ-ზე მეტი მანძილით დაშორებული ობიექტის შემთხვევაში;
ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
პრეტენდენტის მიერ ტენდერში გამარჯვება არ წარმოადგენს ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობას, რადგან, გარდა ტენდერში გამარჯვებისა, ბანკთან ხელშეკრულების გაფორმება ექვემდებარება პრეტენდენტის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან მიმართებით.
პრეტენდენტის საქმიანობის შემოწმების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრეტენდენტს უარის თქმის ზოგად საფუძველზე მითითებით.
ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.
ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:
- სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
- უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
- ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
- სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 28 ნოემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი ლომთაძე
579 15 67 96
glomtadze@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 22300000 ღია ბარათები, მისალოცი ბარათები და სხვა ნაბეჭდი მასალა
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 22500000 საბეჭდი ფორმები ან ცილინდრები ან ბეჭდვისას გამოსაყენებელი სხვა საშუალებები
- 22900000 სხვადასხვა ნაბეჭდი მასალა