ჩაბარების ვადა:

1 დეკემბერი 2025, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T28753 - ტენდერი ბრენდირებული თერმო ქაღალდის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: EUR
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 24 ნოემბერი 2025 დრო 15:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 1 დეკემბერი 2025 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ბრენდირებული თერმო ქაღალდის შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი რაოდენობა
ბრენდირებული თერმული ქაღალდი - ციფრული ბანკი - 80*200 22, 500


მახასიათებლები:

  • სიგრძე - 200 მ.
  • სიგანე - 79/80 მმ.
  • სრული დიამეტრი - 130 მმ.
  • გულანის ხვრელის დიამეტრი - 25 მმ.
  • გრამაჟი - 55 გ.
  • მასალა - თერმო ქაღალდი KT 55 F20 (ან მსგავსი ხარისხის)
  • შიდა მხარე - ლოგო
  • გარე მხარე - თერმული საბეჭდი
  • გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ მოწოდება.
  • საჭიროა ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

მოწოდების ვადა:

მოწოდება უნდა განხორციელდეს 4 ეტაპად - 2026 წელში

  • ეტაპი - 10 თებერვალი - 5625 ცალი
  • II ეტაპი - 10 მაისი - 5625 ცალი
  • III ეტაპი - 10 აგვისტო - 5625 ცალი
  •  IV ეტაპი - 10 ნოემბერი - 5625 ცალი

მოწოდების მისამართი - ქ.თბილისი, შ.გოგიძის ქ. # 8

შემოთავაზებაში გათვალისწინებული უნდა იყოს ტვირთვის მოტანა/გადმოტვირთვა/დალაგება მოთხოვნის შესაბამისად.

ანაზღაურება:

თითოეული ეტაპის მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.

სატენდერო პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  •  დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  •  დანართი N2- ფასების ცხრილი
    -  ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ევროში დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
    - ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
  • დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 01/12/2025 15:00 საათი

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2025 წლის 1 დეკემბერი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ევრო
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:

ლელა ტყეშელაშვილი
ტელ:
 +995 599 27 87 97
 ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
შეკითხვები