16 დეკემბერი 2025, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T28774 - ტენდერი საწყობების მშენებლობის სამუშაოებზე
- გამომცხადებელი: ალტრიქს ლოჯისტიკა
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 25 ნოემბერი 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 16 დეკემბერი 2025 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ალტრიქს ლოჯისტიკა“ და შპს „ალტატრა“ აცხადებენ ტენდერს საწყობების მშენებლობის სამუშაოებზე.
ტენდერის საგანი:
2 ახალი საწყობის მშენებლობის სრული ციკლი (საინჟინრო სამუშაოების გამოკლებით).
სამუშაოების ჩამონათვალი:
- მოსამზადებელი სამუშაოები
- გრუნტი, ინერტული მასალა
- მონოლითური რკ/ბეტონის კედელი
- კონსტრუქციული ნაწილი
- კონსტრუქციული: პრეკასტულ ელემენტები
- ექსტერიერი
- ეზო(ბეტონი)
- დოკი, შელტერი, ბაქანი გადახურვით
- პერიმეტრული ღობე
საინჟინრო - ტექნიკური სამუშაოები (MEP) შესრულდება მშენებლობის პარალელურ რეჟიმში დამკვეთის მიერ შერჩეული კომპანიის მიერ.
სამუშაოების დაწყების და დასრულების ვადები:
- დაწყება - 2026 წლის იანვარი
- დასრულება - 2026 წლის აგვისტო
- სამუშაოების შესრულების ვადა არის 6 თვე (180 კალენდარული დღე).
ფასისა და კომერციული წინადადების წარდგენა:
ფასების წარდგენის ზოგადი ვალდებულებები:
- ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ლარში.
- ღირებულება უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს და გადასახადს (მათ შორის დღგ-ს).
- ღირებულება უნდა იყოს გაწერილი სამუშაოების ეტაპების მიხედვით.
- ხელშეკრულების შაბლონი წარდგენილი იქნება დამკვეთის მხრიდან.
- გამარჯვებული კომპანიის მხრიდან სავალდებულოა ხელშეკრულების საავანსო ღირებულების საბანკო გარანტიის წარდგენა.
კომერციული წინადადება (აუცილებელი დანართი):
- ხარჯთაღრიცხვის ფაილი;
- პროექტის შესრულების გრაფიკი.
BOQ-ის სავალდებულო შევსება:
პრეტენდენტებმა უნდა შეავსონ დამკვეთის მიერ მომზადებული სამუშაოების ჩამონათვალი (BOQ).
საბოლოო ღირებულება:
ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია განახორციელოს სამუშაოების გადათვლა. საბოლოო ღირებულება დაფიქსირდება კონტრაქტის ხელმოწერისას.
სავალდებულო დოკუმენტები:
- ბოლო 2 წლის ანალოგიური სამუშაოების გამოცდილება;
- მასალების ხარისხის სერტიფიკატები;
- კორპორატიული კლიენტების სია;
- მინიმუმ 3 სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის);
- საგარანტიო პირობები;
- წინადადება ძალაში უნდა იყოს 30 დღე.
სატენდერო პროცედურები:
- განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები;
- გამარჯვებულს გამოავლენს სატენდერო კომიტეტი;
- კომპანია იტოვებს უფლებას შეცვალოს ვადები ან შეწყვიტოს პროცესი.
სრული დოკუმენტაცია იხილეთ:
https://drive.google.com/drive/folders/1aNdOXdkuq72WoB1iRm2MYuXPVPnEAAQU?usp=drive_link
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 16 დეკემბერი, 17:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი:
თამარ იმერლიშვილი
ელ–ფოსტა: info@altrix.ge
ტელ: +995 571 77 22 11
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
დოკუმენტაცია
გამარჯობა. საგარანტიო მოცულობა რამდენია ან რაზე არის დამოკიდებული?
გამარჯობა, შეთანხმებული ავანსის ოდენობა