3 დეკემბერი 2025, 15:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T28795 - ტენდერი ბურღების, საჭრელი და საპრიალებელი დისკების, ტელესკოპების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 26 ნოემბერი 2025 დრო 12:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 3 დეკემბერი 2025 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ბურღების, საჭრელი და საპრიალებელი დისკების, ტელესკოპების შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
| დასახელება | რაოდენობა | |
| 1 | ბურღი ბეტონის 18 მმ. (სიგრძე 50 სმ.) | 10 |
| 2 | ბურღი რკ. კობალტით 1 მმ | 20 |
| 3 | ბურღი რკ. კობალტით 10 მმ | 450 |
| 4 | ბურღი რკ. კობალტით 12 მმ | 450 |
| 5 | ბურღი რკ. კობალტით 2 მმ | 20 |
| 6 | ბურღი რკ. კობალტით 3,5 მმ | 100 |
| 7 | ბურღი რკ. კობალტით 4 მმ | 400 |
| 8 | ბურღი რკ. კობალტით 5 მმ | 500 |
| 9 | ბურღი რკ. კობალტით 6 მმ | 400 |
| 10 | ბურღი რკ. კობალტით 8 მმ | 500 |
| 11 | ბურღის პირი ლითნზე (კონუსური) | 100 |
| 12 | მეტალის საპრიალებელი დისკი 125*6.0*22 მმ | 350 |
| 13 | მეტალის საჭრელი ბურღი ალმასის პირით 45 მმ. | 10 |
| 14 | მეტალის საჭრელი დისკი - 230x22.2x2.5 | 60 |
| 15 | მეტალის საჭრელი დისკი 125*1.0*22 მმ (RODEX) | 3,500 |
| 16 | მეტალის საჭრელი დისკი 350*3.0*25.40 | 100 |
| 17 | მეტალის სახეხი დისკი 115*22*80 მმ. | 200 |
| 18 | სავლელი ტელესკოპი (სალასკა) 25 სმ. | 50 |
| 19 | სავლელი ტელესკოპი (სალასკა) 30 სმ. | 50 |
| 20 | სავლელი ტელესკოპი (სალასკა) 35 სმ. | 50 |
ძირითადი მოთხოვნები:
- გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ მოწოდება
- მწარმოებელი - RODEX ან BOSCH (მაღალი ხარისხი)
- მოწოდება უნდა განხორციელდეს 1 ეტაპად 2026 წლის იანვარში
- ანაზღაურება - პროდუქციის მოწოდებიდან 5 დღის ვადაში
- მოწოდების მისამართი ქ.თბილისი, შ.გოგიძის ქ. # 8
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილ
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლი
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება; - დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი.
შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 03/12/2025 15:00 საათი
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 3 დეკემბერი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
ტელ: +995 599 27 87 97
ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 44500000 ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჭაჯვები და ზამბარები/რესორები