ჩაბარების ვადა:

8 დეკემბერი 2025, 16:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T28805 - ტენდერი ასფალტო-ბეტონის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 4 დეკემბერი 2025 დრო 16:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 8 დეკემბერი 2025 დრო 16:00
  • უფასო მონაწილეობა: კი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 4 დეკემბერი 2025 დრო: 16:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს  ელექტრონულ ტენდერს ასფალტო-ბეტონის შესყიდვასთან დაკავშირებით.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

მომწოდებლის მიერ შემოთავაზებული საქონელი თანხვედრაში უნდა იყოს დანართი N5-ით განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებთან;

პრეტენდენტმა განფასება უნდა წარმოადგინოს შემდეგნაირად:

1. ფიქსირებული ერთეულის ღირებულება (დანართ N1), რომელიც მოქმედი იქნება ხელშეკრულების მოქმედების სრული ვადის ამოწურვამდე (1 წლის ვადით)

ან/და

2. ქვემოთ მოცემული წესის გათვალისწინებით, რომლისთვისაც პრეტენდენტმა უნდა მოახდინოს დანართ N 2-ის განფასება (დოლარისა და ბიტუმის ფასების შესაბამისად).

იმ შემთხვევაში, თუ შერჩეული პრეტენდენტის მიერ მოხდება ქვემოთ მოცემული წესით განფასების მოწოდება, მაშინ ხელშეკრულების ფასი დაექვემდებარება ცვლილებას, მხოლოდ ბიტუმის ფასის/დოლარი-ლარის გაცვლითი კურსის დასაბუთებული ცვლილების საფუძველზე. აღნიშნული გარემოების დასაბუთების მიზნით გამყიდველის მხრიდან წარმოდგენილ უნდა იქნას ყოველი თვის 25 რიცხვამდე მიმდინარე თვის ბიტუმის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი), სადაც აღნიშნული უნდა იყოს „გამყიდველის“ მიერ შეძენილი ბიტუმის ღირებულება, რომელიც განსაზღვრავს მომდევნო თვის „საქონლის“ შესყიდვის ფასს,რომელიც უცვლელი უნდა იყოს მომდევნო ერთი თვის ვადაში.

  • დანართ N1-ში მოცემული რაოდენობები საორიენტაციო და შემსყიდველი იტოვებს უფლებას სრულად არ აითვისოს ელექტრონულ ტენდერში განსაზღვრული მიახლოებითი წლიური რაოდენობა. ამასთან, შემსყიდველი იტოვებს უფლებას, რომ საორიენტაციო წლიური რაოდენობის სრულად ათვისების შემდეგ კონტრაქტორ კომპანიასთან იგივე პირობებით გააგრძელოს საქონლის დაკვეთა-მიღება გაფორმებული ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს შესაბამისი ჯარიმა.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული წლიური რაოდენობა გაყოს მინიმუმ ორ მომწოდებელს შორის.

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა: 

ასფალტო-ბეტონის შესყიდვა დანართი N1-ში მოცემული სავარაუდო წლიური მოცულობების შესაბამისად 

დანართი N3-ში მოცემულია სტატისტიკა ასფალტო-ბეტონის შესყიდვის წლიური რაოდენობა, საშუალო დღიური და საშუალო რაოდენობა. 

ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხაზგასმით აღნიშნავს საორიენტაციო ჯამური მოცულობა არის სავარაუდო და მისი მითითება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განიმარტოს როგორც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვალდებულება შეისყიდოს საქონელი/მომსახურება საორიენტაციო ჯამური მოცულობით. საორიენტაციო ჯამური მოცულობა არ წარმოადგენს ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში შესასყიდი საქონლის/მომსახურების ზუსტ მოცულობას, ფაქტობრივად შესყიდული საქონლის/მომსახურების მოცულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს (იყოს მეტი ან ნაკლები) საორიენტაციო ჯამური მოცულობისგან, ასეთ შემთხვევაში: (ა) ტენდერში მონაწილე გარანტიას იძლევა, რომ იგი ამ საფუძვლით არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და აცხადებს უარს ამ საფუძვლით რაიმე სახის ზიანის/ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაზე, (ბ) ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს ტენდერში მონაწილე პირის მიერ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის ან სახელშეკრულებო პირობების ცვლილების მოთხოვნის საფუძველი. ტენდერში მონაწილეობით ტენდერში მონაწილე ეთანხმება ამ პირობებს და მათ მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.

1.3 განფასება:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება და მოწოდების მოცულობა დანართი N1-ისა და დანართი N2-ის მიხედვით როგორც ექსელის ფორმატში, ასევე PDF ფორმატში.

 პრეტენდენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ განფასების მოწოდება შესაძლებელია როგორც ფიქსირებული ფასის (12 თვის ჭრილში) ასევე თანდართული დანართი N2-ში მოცემული ბიტუმისა და დოლარის კურსის შესაბამისად.

1.4 საქონლის მიწოდების (ხელშეკრულების) ვადა:

ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში ეტაპობრივად შემსყიდველის წინასწარი 12 საათით ადრე შეტყობინების საფუძველზე. შემსყიდველის შესაბამისი ავტოტექნიკის ასფალტის მიწოდების ადგილზე გამოცხადებიდან, დატვირთვა უნდა განხორციელდეს ავტოტექნიკის ადგილზე მისვლიდან მაქსიმუმ 1,5 საათში. იმ შემთხვევაში თუ მომწოდებელი აღნიშნულ ვადებს დაარღვევს, შემსყიდველი უფლებამოსილი იქნება დააჯარიმოს მომწოდებელი 1,5 საათის მეტი ხნის დგომის შემთხვევაში პირველი დარღვევისას 500 ლარით, ხოლო ყოველი მომდევნო ასეთი შემთხვევისას 1000 ლარით.

1.5 საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

მიწოდების ადგილი: მწარმოებლის ქარხნის ტერიტორია. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს შემსყიდველი.

1.6 შესყიდვის ობიექტის ნიმუში ან/და ექსპერტიზის დასკვნა:

შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებას იტოვებს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის დასრულების შემდეგ ხარისხის შემოწმების მიზნით განახორციელოს ვიზიტი პრეტენდენტის ქარხანაში.

საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტ კომპანიას მოთხოვოს შემოთავაზებული საქონლის ექპერტიზის დასკვნა გაცემული ლიცენზირებული/აკრედიტირებული ორგანოს მიერ.

1.7 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის მიწოდებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.8 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია (დანართი N4-ში მოცემული ფორმით) 50000 ლარის ოდენობით, რომელიც გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ზემოთ განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება.

1.9  პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1) ან/და ფასის ცხრილი ( დანართი N2);
  • ბიტუმის ფასის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული წინამდებარე ტენდერის მიმდინაროების პერიოდში;
  • წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია/სერთიფიკატი (მაგ: ასფალტის წარმოების რეცეპტი, ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ);
  • ქარხნის/საწყობის მისამართი.
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (განახლებული ტენდერის გამოცხადების შემდეგ).
  • თანხმობა ტენდერით პირობებზე (წინამდებარე ტენდერის დოკუმენტის დამოწმება ხელმოწერით)
  • ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებულ პირობებზე, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების
  • შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
    პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.10  ხელშეკრულების გაფორმება:

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ჩარჩო ხელშეკრულება ქვემოთ მოცემული ხელშეკრულების ფორმის გათვალისწინებით, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 

1.11  სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    · გაკოტრების პროცესში;
    · ლიკვიდაციის პროცესში;
    · საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი)კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერისპირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის მხრიდან. 

ასუხისმგებელი პირი: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნებისთვის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, სათავო ოფისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. N10, თბილისი 0179, საქართველო; საკონტაქტო ელ-ფოსტა: pdpo@gwp.ge. მონაცემთა დამუშავების მიზანი: მესამე მხარის შესახებ ღია-წყაროებზე დაყრდნობით ანალიზის ჩატარება, რათა შეფასდეს მესამე მხარესთან პოტენციური ურთიერთობისას შესაბამისობის რისკები. ლეგიტიმაცია: პროფესიული ან/და კომერციული ურთიერთობა. მიმღებები: თქვენი მონაცემები არ გადაეცემა რომელიმე მესამე მხარეს, გარდა კანონიერი ვალდებულების ან უფლების შემთხვევისა. შენახვა: თქვენი მონაცემები ინახება კომპანიის შეფასებისთვის საჭირო დროის და სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ თქვენი პერსონალური მონაცემები დაიბლოკება კანონმდებლობით დაშვებული ვადით. როგორც კი ხსენებული ვადები ამოიწურება, არსებული ინფორმაცია განადგურდება. უფლებები: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემებზე წვდომის, მონაცემთა გასწორების, განახლების, წაშლის, დამუშავების შეზღუდვის ან აკრძალვის უფლებით, ასევე გააუქმოთ გაცემული თანხმობა წერილობითი მიმართვის მაიდენტიფიცირებელი გრიფით „მონაცემთა დაცვა“ გაგზავნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10, თბილისი 0179, საქართველო, ან ელექტრონული ფოსტის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: pdpo@gwp.ge, რომელშიც უნდა მიუთითოთ ის უფლება, რომელსაც ახორციელებთ და რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს თქვენ მიერ (ფიზიკურად ან ელექტრონულად). თუ ვერ ხერხდება თქვენი ვინაობის დადგენა, შეიძლება ჩვენი მხრიდან დამატებით მოთხოვნილ იქნას ინფორმაცია, მათ შორის, და არა მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობის ასლი. პრეტეზნიის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (www.personaldata.ge).

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 8 დეკემბერი, 16:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში 

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი

საკონტაქტო პირი: ქეთი კანდელაკი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, 10
ელ. ფოსტა: kekandelaki@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1456); +995 599 192500

საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, 10
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1303); +995 595 226694

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები

დოკუმენტაცია

დანართი N1 ფიქსირებული ფასი დანართი N1 ფიქსირებული ფასი
დანართი N2 დოლარზე და ბითუმის ფასზე მიბმული ფასი დანართი N2 დოლარზე და ბითუმის ფასზე მიბმული ფასი
დანართი N3 2025 წლის ფაქტიური მონაცემები დანართი N3 2025 წლის ფაქტიური მონაცემები
დანართი N4 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია დანართი N4 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
დანართი N5 ასფალტის ტექნიკური მოთხოვნები დანართი N5 ასფალტის ტექნიკური მოთხოვნები
სატენდერო დოკუმენტაცია და მოთხოვნები სატენდერო დოკუმენტაცია და მოთხოვნები
ხელშეკრულების პროექტი ხელშეკრულების პროექტი
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა
შეკითხვები