3 დეკემბერი 2025, 15:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T28817 - ტენდერი სამღებრო ოთახის გამწოვი სისტემის წმენდის მომსახურების შესყიდაზე
- გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 26 ნოემბერი 2025 დრო 13:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 3 დეკემბერი 2025 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სამღებრო ოთახის გამწოვი სისტემის წმენდის მომსახურების შესყიდაზე.
შესყიდვის ობიექტი:
| დასახელება | რაოდენობა |
| სამღებრო ოთახის გამწოვი წმენდა (ფილტრები, მილი) | 4 |
მახასიათებლები
- სამღებრო ოთახი - კვ.მ. 40
- ოთახის რაოდენობა - 3 ცალი
- დანადგარის რაოდენობა - 3 ცალი
- მილი სიგრძე/დიამეტრი - სიგრძე 57 მეტრი, დიამეტრი 50 სმ.
- ·მისამართი - ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2-4-6-8-10
წმენდის სიხშირე:
2025 წლის თებერვალი
2025 წლის მაისი
2025 წლის აგვისტო
2025 წლის ნოემბერი
მოწყობილობის დეტალების ნახვა შესაძლებელია ადგილზე
ანაზღაურება:
ყოველი ეტაპის მომსახურების მიღებიდან 5 დღის ვადაში.
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები)
დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
დანართი N2- ფასების ცხრილი
ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში ხელშეკრულებაში ჩაიდება მუხლი ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით სავალუტო კურსის პროპორციულად.
ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი
შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 03/12/2025 15:00 საათი
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 3 დეკემბერი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
ტელ: +995 599 27 87 97
ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები