ჩაბარების ვადა:
21 სექტემბერი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2882 - ტენდერი ავტო გაზგასამართ სადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე გაზის მილსადენის საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების: ავტო გაზგასამართ სადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე გაზის მილსადენის საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე 11/09-NEO-S/D-17
საპროექტო სამუშაოების აღწერა:
- ქუთაისის ავტო გაზგასამართი სადგური: D100 გაზსადენის პროექტირება - საორიენტაციოდ: 6000 მეტრი;
- მშენებლობის ნებართვის აღებისთვის სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება; - გორის ავტო გაზგასამართი სადგური: D100 გაზსადენის პროექტირება - საორიენტაციოდ: 5000 მეტრი;
- მშენებლობის ნებართვის აღებისთვის სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება; - ქობულეთის ავტო გაზგასამართი სადგური: D100 გაზსადენის პროექტირება - საორიენტაციოდ: 1500 მეტრი;
- მშენებლობის ნებართვის აღებისთვის სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით თითოეული პროექტისათვის ცალცალკე;
- ინფორმაცია საპროექტო ორგანიზაციის მიერ ბოლო სამი წლის მანძილზე შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ:
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
- საკონტაქტო პირი პროექტირებასთან დაკავშირებით: გიორგი გიორგაძე. საკონტაქტო ნომერი: 599 97 88 18;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 21 სექტემბერი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები