5 დეკემბერი 2025, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T28835 - ტენდერი 432 ერთეულ ავტომანქანაზე წინა და უკანა ხედვის ვიდეო რეგისტრატორების შესყიდვის და მონტაჟის მომსახურების მიღებაზე
- გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 26 ნოემბერი 2025 დრო 17:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 5 დეკემბერი 2025 დრო 17:00
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ტენდერს 432 ერთეულ ავტომანქანაზე წინა და უკანა ხედვის ვიდეო რეგისტრატორების შესყიდვის და მონტაჟის მომსახურების მიღებაზე.
GWP-ის სურს 432 ავტომობილზე, კერძოდ 320 მსუბუქი ტიპის, ხოლო 112 მიკროავტობუსის ტიპის ავტომობილებზე წინა და უკანა ხედვის ვიდეო რეგისტრატორების შესყიდვა და მონტაჟი.
1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება):
მოცემულია დანართი N1 - ტექნიკური დავალება
1.3 განფასება:
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შეთავაზება (ლარში დღგ-ეს ჩათვლით) დანართი N2-ის მიხედვით ექსელის ფორმატში;
1.4 განსაკუთრებული მოთხოვნები:
- ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს მწარმოებლის ტექნიკური წესების, უსაფრთხოების ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
- პრეტენდენტმა სავალდებულოდ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული მოდელის სრული ტექნიკური აღწერილობა.
- მიუთითოს კომპლექტში მოყვება თუ არა ყველა საჭირო აქსესუარი (კაბელები, სამაგრები, კვების ბლოკი და სხვა).
- თუ რომელიმე აქსესუარი ცალკეა შესაძენი, მისი ფასი ცალკე უნდა იყოს მითითებული ზემოთ მოცემულ ცხრილში (Excel მე-3 პუნქტი)
- იმ შემთხვევაში, თუ ვიდეო რეგისტრატორის ფასი მოიცავს სრულ კომპლექტს, შესაბამისად Excel მე-3 პუნქტი პრეტენდენტმა უნდა დატოვოს ცარიელი
თუ პრეტენდენტი ვერ აკმაყოფილებს ტექნიკურ დავალებაში მოცემულ პარამეტრებს, უფლება აქვს წარმოადგინოს კონტრ შემოთავაზება.
1.5 ანგარიშსწორების პირობები
პრეტენდენტმა უნდა დააფიქსიროს დანართი N2-ში. კონსიგნაციის ვადას მიენიჭება უპირატესობა.
1.6 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:
- ცხრილი (დანართი N2- ის შესაბამისად) და თანხმობა განსაკუთრებულ მოთხოვნებზე (პუნქტი 1.4);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
- კომპანიის სრული რეკვიზიტები;
- უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში ანალოგიური საქონლის/მომსახურების მიწოდების გამოცდილება;
- საბანკო რეკვიზიტები გაცემული ბანკის მიერ, ხელმოწერილი და ბეჭდიანი.
შენიშვნა:
- ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
- პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
1.7 ხელშეკრულების გაფორმება
წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ხელშეკრულება სატენდერო პირობების გათვალისწინებით.
1.8 სხვა მოთხოვნა:
- წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
· გაკოტრების პროცესში;
· ლიკვიდაციის პროცესში;
· საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. - ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
შემსყიდველი, იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.
შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის, მხრიდან.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 5 დეკემბერი, 17:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ტენდერში მონაწილეობა უფასოა
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილავა
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 00276
საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111 (1145); 599 505067
ტენდერის კატეგორია:
- 32200000 რადიოტელეფონიის, რადიოსატელეგრაფო, რადიო და ტელემაუწყებლობის აპარატურა
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
დოკუმენტაცია
გამარჯობა, მონტაჟი ვის ტერიტორიაზე უნდა მოხდეს და რამდენ ეტაპად არის შესაძლებელი ავტომანქანების შეგროვება?
სალამი, მონტაჟი შესაძლებელია როგორც ჩვენს ტერიტორიაზე (ფეიქრების ქუჩა N30), ასევე პრეტენდენტის მისამართზეც. რაც შეეხება ავტომობილების მოყვანას — მათი მოწოდება განხორციელდება მომწოდებლის მიერ წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ისე რომ სრულად ჩაეტიოს ტენდერში შემოთავაზებულ მიწოდების ვადებში.