ჩაბარების ვადა:

4 დეკემბერი 2025, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T28861 - ტენდერი სამღებრო მასალების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: EUR
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 27 ნოემბერი 2025 დრო 15:12
  • წინადადების მიღება მთავრდება: 4 დეკემბერი 2025 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სამღებრო მასალების  შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

დასახელება განზ. ერთეული რაოდენობა შენიშვნა
812 Steelkote Pu Finish ლიტრი 560 RAL9002 საღებავი თეთრი
804 Steelkote Ep Universal ლიტრი 260 RAL7000 პირველადი საფარი (გრუნტი)
812 Steelkote Pu finish ლიტრი 600 RAL2010 საღებავი სტაფილოსფერი


ტექნიკური
მოთხოვნა - (საღებავი):

  •  ჰიდროქსი აკრილატის ბაზაზე დაფუძვნებული ბოლო პირის საღებავი 
  •  შესაღები ინვენტარი - მანქანა დანადგარები
  •  საქონელი უნდა იყოს ექსპლუატაციაში არმყოფ

ტექნიკური მოთხოვნა (პირველადი საფარი):

  • ანტიკოროზიული საფარი
  • შესაღები ინვენტარი - მანქანა დანადგარები
  • საქონელი უნდა იყოს ექსპლუატაციაში არმყოფი.
  • გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ მოწოდება. 
  • გარანტია 3 წელი

მოწოდების ვადა:

  • მოწოდება უნდა განხორციელდეს 1 ეტაპად 2026 წლის მარტში
  • მოწოდების მისამართი - ქ.თბილისი, შ.გოგიძის ქ. # 8
  • გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ნასყიდობის საგნის მოწოდება/დასაწყობება მითითებულ ლოკაციაზე.

ანაზღაურება:

მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.

სატენდერო პირობები

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  •         დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  •         დანართი N2- ფასების ცხრილი
     - ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ევროში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
     - ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
  •          დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი

შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 04/12/2025 15:00 საათი

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2025 წლის 4 დეკემბერი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ევრო
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:

ლელა ტყეშელაშვილი
ტელ:
 +995 599 27 87 97
ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 22600000 საღებავი
  • 24200000 საღებავები და პიგმენტები
  • 44800000 საღებავები, ლაქები და მასტიკები
შეკითხვები