ჩაბარების ვადა:

5 დეკემბერი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T28864 - ტენდერი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე

  • გამომცხადებელი: ე-ბილდვეი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 5 დეკემბერი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია ე-ბილდვეი გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან ჯანმრთელობის დაზღვევის ერთწლიანი მომსახურება.

დაინტერესებულ სადაზღვევო კომპანიებს ვთხოვთ წარმოადგინოთ შემოთავაზება ქართულ ენაზე შემდეგი ინფორმაციით:

 ა) სადაზღვევო კომპანიის დასახელება;
 ბ) გამოცდილება;
 გ) პროვაიდერების რაოდენობა და დასახელება;
 დ) ფასი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
  •  მომსახურების შესასრულებლად კომპანიას უნდა ჰყავდეს კომპეტენტური და გამოცდილი გუნდი
  •  კომპანიის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება 
  • ტენდერის განმავლობაში კომპანიას აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
  • ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში შემოთავაზებული ტარიფი იქნება ფიქსირებული.

ჩვენი ძირითადი მოთხოვნებია:

  • სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერ კლინიკების ცხრილ თბილისში და რეგიონებში.  
  • გამონაკლისების დეტალური განმარტება
  • დაზღვეულებს უნდა ჰქონდეთ უფლება მიმართონ ნებისმიერ ლიცენზირებულ ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას, აფთიაქს; არაპროვაიდერ კლინიკებში სერვისის მისაღებად სქემის აღწერა (პაციენტის მიერ წარსადგენი საჭირო დოკუმენტების ცხრილის ჩათვლით). 
  • შესაძლებელია პროდუქტის რამოდენიმე ვარიანტის განხილვა, ფასის და პროდუქტის შესაბამისობით, როგორც საბაზისო ასევე დამატებითი ოჯახის წევრებისთვის განკუთვნილ პროდუქტებზე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისების დეტალური ჩამონათვალი და ფასები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • გასაფორმებელი ხელშეკრულების დრაფტი (შემდეგი ინფორმაციის მითითებით: სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა; გამონაკლისების დეტალური სია);
  • პროვაიდერების სია;
  • დამატებითი/განსხვავებული შემოთავაზები, მათი არსებობის შემთხვევაში.

სატენდერო დოკუმენტები დასკანერებული სახით უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ საფოსტო მისამართზე:

info@buildway.ge

შემოთავაზების მიღება მთავრდება 05.12.25

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
შეკითხვები