ჩაბარების ვადა:

5 დეკემბერი 2025, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

T28874 - ტენდერი ულტრაბგერითი ხარჯმზომის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯის კომპანის საქართველოს ფილიალი“
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 5 დეკემბერი 2025 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სს ,,ბორჯომმინწყლებს“ გადაწყვეტილი აქვს შეიძინოს მილსადენებში არსებული დაზიანების საძებნად მილზე დასაყენებელი პორტატული ულტრაბგერითი ხარჯმზომი, რომლიც საშუალებას მისცემს გაიზომოს მილსადენში გამავალი წყლის ნაკადის სიჩქარე და კუბატურა წნევის ან გამტრობის მიხედვით, ხარჯმზომი განკუთვნილი უნდა იყოს სამელი და მინერალური წყლებისათვის, DN 15-4000(1/2-160) დიამეტრის მილებისათვის 10-დან +70°C-მდე ტემპერატურის დროს, უნდა შეიძლებოდეს მისი გამოყენება ყველა სახის ლითონის და პლასმასის მილების შემთხვევაში. დანადგარს უნდა შეეძლოს მონაცემების გადაცემა USB დისკის საშუალებით დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე.

აპარატურა წარმოებული უნდა იყოს წამყვანი ევროპული ქვეყნების მიერ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ წარმოადგინოთ სატენდერო წინადადებები 2025 წლის 5 დეკემბრის 17:00 საათამდე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: ggogiberidze@borjomi.com და lgvazava@borjomi.com  

კონკურსანტმა წინადადებაში უნდა მიუთითოს:

  • რეკვიზიტები;
  • აპარატურის ფასი;
  • შემოთავაზებული აპარატურის აღწერილობა;
  • მოწოდების ვადა;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების პირობების შესახებ.

ტენდერის კატეგორია:

  • 38400000 ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის ხელსაწყოები
შეკითხვები