22 სექტემბერი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2889 - ტენდერი შენობის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “სოლო-ლაკი ინვესტორს” აცხადებს ტენდერს მომსახურების: შენობის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე 12/09-SINV-S/BUILD-17
მომსახურების აღწერა:
ქ. თბილისში, გ. ლორთქიფანიძის ქ. N4 - ში მდებარებარე შენობის სარემონტო სამუშაოები შემსრულებლის მასალით.
თანდართულ ფაილში გთხოვთ იხილოთ:
- შენობის ფასადის სამუშაოების საორიენტაციო მოცულობა;
- შენობის სამღებრო სამუშაოების საორიენტაციო მოცულობა;
- ბეტოპანის ფილებით მოწყობილი ფასადის დაზიანებული იზოლაციის შეკეთების საორიენტაციო მოცულობა;
შპს „სოლო-ლაკი ინვესტორს“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
აუცილებელი პირობა: დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ზემოთხსენებულ მისამართზე სარემონტო ობიექტის სანახავად და დამატებითი დეტალების გასაცნობად.
შენიშვნა: დამკვეთი იტოვებს უფლებას თითოეული პოზიციისთვის გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს სხვადასხვა მომწოდებლისგან.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება თითოეული პოზიციისთვის წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი სამუშაოებთან დაკავშირებით: გიორგი გილაური; საკონტაქტო ნომერი: 599 51 61 60.
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 22 სექტემბერი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები