ჩაბარების ვადა:
27 სექტემბერი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2891 - ტენდერი დიზელ გენერატორის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს დიზელ გენერატორის შესყიდვაზე #13/09-GIEC-P/DG-17
შესყიდვის ობიექტის დახასიათება:
- ელექტრული სიმძლავრე 300კვტ-350კვტ;
- ძაბვა – 3 ფაზა
- საწვავის ავზის მოცულობა არა ნაკლებ 150 ლიტრისა;
- ტურბო დიზელის ძრავი, წყლის გაგრილებით
- გენერატორის ციფრული მართვის პულტი და მისი ძირითადი პარამეტრების მონიტორინგი;
- გენერატორი აღჭურვილი უნდა იყოს ხმის ჩამხშობი სპეციალური კონტეინერით და აკუმლატორის დამტენით.
- ავტომატური გაშვების მართვის პულტი (ელექტოენერგიის გათიშვის შემთხვევაში ავტომატური გაშვება)
რაოდენობა - 1 ცალი.
შესყიდვების ობიექტის მიწოდების ფარგლებში უნდა განხორციელდეს შემდეგი სამუშაოები:
- ტრანსპორტირება ქ. თბილისში, მისამართზე გაზაფხულის ქ. N18;
- ობიექტზე დიზელგენერატორის მონტაჟი;
- ტესტირება და ექსპლუატაციაში გაშვება
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- შემოთავაზებული მოწყობილობის დეტალური ტექნიკური სპეციფიკაცია;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ
შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია პროდუქტის მიწოდების ვადების შესახებ;
- დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადა და პირობები.
- ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ;
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge ; 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: გიორგი ბერიძე. საკონტაქტო ნომერი: 599 88 55 75.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 27.09.2017, 17:00 სთ.
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები